ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40175

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სალომე ბეჩუნას ასული ქუნთელია ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ბიქტორ ანდრიას ძე წოწონავა ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას სიძე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ივანე ნოდია ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას სიძე იყო.

1877

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1877 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძე გაიცნო.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 მარტს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ მისი მოთხრობა „ქეთო და ცხენი“ მალე ქართულად ითარგმნებოდა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ მან და პაოლო იაშვილმა ლენინგრადში ანა ახმატოვა გაიცნეს.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს პაოლო იაშვილმა ვალერიან გაფრინდაშვილს მოსკოვიდან მისწერა, რომ თარგმანებს უგზავნიდა და სთხოვა, თვალი გადაევლო კორექტურისთვის და ტექსტი მბეჭდავისთვის თავად ეკარნახა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 დეკემბერს პაოლო იაშვილმა ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ მისი მოსკოვში დარჩენა მხოლოდ მაშინ იქნებოდა გამართლებული, თუკი იმის დაწერას შეძლებდა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ პაოლო იაშვილთან ერთად სამი დღის წინ ლენინგრადში ჩავიდა და სასტუმრო „ინტურისტში“ დაბინავდნენ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 6 ნოემბერს პაოლო იაშვილმა ვალერიან გაფრინდაშვილს, კოლაუ ნადირაძეს და გიორგი ლეონიძეს მოსკოვიდან მოსწერა, რომ ტიციან ტაბიძე თბილისში აპირებდა დაბრუნებას.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ აკაკის ხორავას შვილი გარდაცვლია.

2023

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ სახელგამი მისთვის ჰონორარის გადახდას არ აპირებდა, რადგან მამამისს, დავით კლდიაშვილს, რამდენიმე წლის წინ ავანსად 4000 მანეთი აუღია.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1831 წელს სერგო კლდიაშვილმა ალიო მირცხულავას მისწერა და სთხოვა, ეშუამდგომლა მარჯანიშვილის თეატრის დირექციასთან, დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ დადგმისთვის გათვალისწინებული ჰონორარის ნაწილი მისი ძმისთვის, გიორგი კლდიაშვილისთვის გადაეხადათ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1831 წელს სერგო კლდიაშვილმა ალიო მირცხულავას მისწერა, რომ მარჯანიშვილის თეატრის დირექცია მის და-ძმას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამემკვიდრეო ჰონორარის გადახდას უგვიანებდა, რომელიც მათ დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ დადგმისთვის ერგებოდათ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 29 ივნისს ვალერიან გაფრინდაშვილმა შალვა რადიანს მისწერა, რომ მიიღო მისთვის გაგზავნილი ჟურნალები და შეეცდებოდა, მითითებული მასალები უმოკლეს დროში ეთარგმნა.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 24 დეკემბერს მარიამ მაჭავარიანმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ მამა, დავით კლდიაშვილი, სულ უფრო სუსტად გრძნობდა თავს და სთხოვა, მალე ჩამოსულიყო სოფელში მის მოსანახულებლად.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ ძალიან ემადლიერებოდა ნიკოლო მიწიშვილს, რომელიც მისი წიგნების გამოცემას მეთვალყურეობდა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ სახელმწიფო გამომცემლობა და გამომცემლობა „ქართული წიგნი“ ერთმანეთს ებრძოდნენ და თვითონ უნებურად აღმოჩნდა მათი ქიშპობის მსხვერპლი.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ სახელმწიფო გამომცემლობა არღვევდა ხელშეკრულებას „ქამუშაძის გაჭირვების“ გამოქვეყნების თაობაზე.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა და სთხოვა, თუკი მისი წიგნების გამოცემა კიდევ გაჭიანურდებოდა, შეეტანა განაცხადი სახელმწიფო გამომცემლობაში ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 19 იანვარს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ თბილისში მალე გამოიცემოდა მისი ლექსების კრებული და მოთხრობა „ჭიაკოკონა“.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 22 თებერვალს შალვა რადიანმა რაჟდენ გვეტაძეს მისწერა და მოსთხოვა, მონაწილეობა მიეღო საქართველოს გასაბჭოების ათი წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც 24 თებერვალს განათლების მუშაკთა სახლში გაიმართებოდა.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 7 ოქტომბერს „სალიტერატურო გაზეთის“ რედაქციამ ტიციან ტაბიძეს მისწერა, რომ თბილისის სამეურნეო შტაბის გადაწყვეტილებით სარეიდო ბრიგადებს უხელმძღვანელებდნენ მწერლები - დემნა შენგელაია, ტიციან ტაბიძე, შალვა აფხაიძე, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი და მხატვრები - იაკობ ნიკოლაძე, ლადო გუდიაშვილი და მოსე თოიძე.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 18 ოქტომბერს პაოლო იაშვილმა გიორგი ლეონიძეს მოსკოვიდან მისწერა, ეთხოვა აბელ ენუქიძისთვის, დახმარებოდა მათ სულხან-საბა ორბელიანის საფლავთან დაკავშირებული საარქივო მასალების მოძიებაში.

1930

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1930 წლის 8 მაისს ტიციან ტაბიძემ თბილისის აღმასკომის კომუნალური მეურნეობის გამგეს მისწერა, რომ კარგი იქნებიდა, ალექსანდრე გრიბოედოვის მუზეუმის მსგავსად, მთაწმინდის პანთეონის მახლობლად გახსნილიყო აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ვასო აბაშიძის, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძისა და ალექსანდრე ცაგარელის მუზეუმებიც.