ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41018

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. აღნიშნული სხდომიდან ვიგებთ, რომ ვასილ ისაკის ძე როინაშვილი იყო ალექსანდრე როინაშვილის ძმისშვილი.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1912 წლის 17 იანვრის სხდომიდან ვიგებთ, რომ ბიძინა წულაძე იყო აპოლონ წულაძის ვაჟი.

1911

ტიპი: პირადი ურთიერთობა

იაკობ გოგებაშვილი 1911 წლის 10 მაისს შედგენილი ანდერძის წერილის დამატებაში თითო თუმნის ოდენობის ყოველთვიურ შემწეობას უნიშნავს თბილისში, ვერაზე, მცხოვრებ თავის ღრმად მოხუცებულ რძალს – პელაგია გაბრიელის ასულ გოგებაშვილისას, რომელზეც მოანდერძე სიცოცხლეშიც ზრუნავდა.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

იაკობ გოგებაშვილმა თბილისის საურთიერთო ნდობის საზოგადოებაში დაბანდებული 2000 მანეთი ანდერძით გაუნაწილა დისწულის ვაჟს, მანჰაიმის უნივერსიტეტის სტუდენტ კონსტანტინე კასრაძეს (600 მან.), ძმისწულებს – ალექსანდრე ანდრიას ძესა (600 მან.) და შალვა ზაქარიას ძეს, კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტს (800 მან.).

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

იაკობ გოგებაშვილის დისწულის – ანა იოსების ასულ ახალბედაშვილისას – განცხადებით, ბიძამისი ბევრ ხელმოკლე ნათესავს უმართავდა ხელს, მათ შორის იყო მისი ერთადერთი ვაჟიშვილი ანდრიაც, რომლის გიმნაზიაში სწავლის საფასურს იაკობი იხდიდა, რადგან ოჯახის უფროსის – ქ. გორის თვითმმართველობის მოსამსახურის მიხეილ გიორგის ძე ახალბედაშვილის – 45 მანეთიანი მცირე ჯამაგირით ეს შეუძლებელი იყო.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოდგენილი საკითხიდან ვიგებთ, რომ გიორგი დეკანოზიშვილის მეუღლე იყო ჰანრიეტა ფრენუა-დეკანოზიშვილისა.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომიდან ვიგებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის დისშვილიშვილი იყო კონსტანტინე კასრაძე.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 3 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომიდან ვიგებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის ძმისშვილი იყო შალვა გოგებაშვილი.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 25 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომიდან ვიგებთ, რომ დავით სიმონის ძე ღოღობერიძე იყო ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძის ძმისშვილი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 22 მარტის ოქმის მიხედვით, მელიქიშვილის ქვრივი რუსუდანი სანოვაგით ამარაგებდა ოლღა ჭავჭავაძეს.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა საიდანაც ვიგებთ, რომ არისტოკლე რამინიშვილის მამა იყო მღვდელი დომენტი რამინიშვილი.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ ამცნო, რომ ის მას როგორც კარგ ნაცნობს ისე სწერდა და დარიგებას სთხოვდა მას საზოგადოების ზუდიდის განყოფილების მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ გაუგზავნა წერილი. ფაღავამ შეატყობინა მთავარი გამგეობის მდივანს, რომ ზუგდიდელებმა ადგილობრივი განყოფილების გახსნა სწორედ მისი იმედით ითავეს.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავამ გაუგზავნა წერილი. წერილში ფაღავამ გულითადად მოიკითხა იგი, ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა მის ოჯახს. ასევე დაინტერესდა, დაამთვარა თუ არა ბურჯანაძის უფროსმა შვილმა უმაღლესი სასწავლებელი.

1910

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1910 წელს ანა (ანეტა) მეთოდეს ასული ჭყონია მასპინძლობდა ჯონ ოლივერ უორდროპს კარაკლისში.

1894

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1894 წელს ანა (ანეტა) მეთოდეს ასული ჭყონია მასპინძლობდა ჯონ ოლივერ უორდროპს ქუთაისში.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ძველი მეგობარი ანა (ანეტა) მეთოდეს ასული ჭყონია ესტუმრა 15 წუთით.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი და ალექსანდრე ხატისიანი ენდობოდნენ და აფასებდნენ მას.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ნასიბ-ბეკ უსუბეკოვი ესტუმრა. მათ დიდხანს ისაუბრეს. ძალიან კეთილგანწყობილი იყო მინისტრი მის მიმართ.

1919

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების მშვიდობიანი შეთანხმების აღსანიშნავად გამართულ ბანკეტზე მის გვერდით იჯდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ხატისიანი.