ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41118

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა დედა, სოფიო ენიკოლოფოვი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა და ბაბალე თუმანიშვილი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა ძმა, გიორგი თუმანიშვილი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წელს ეკატერინე ღვინიაშვილი იყო ისაია ფურცელაძის მეუღლე.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921-22 წლებში ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა მეუღლე გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი.

1936

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა დედა, სოფიო ბაგრატიონ-დავითაშვილი.

1936

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა ბაბუა, ვახტანგ ბაგრატიონ-დავითაშვილი.

1936

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა მამა, რევაზ ბაადურის ძე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი).

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 29 მაისს ილია ჭავჭავაძეს საგურამოში ესტუმრნენ მისი და, ელისაბედ საგინაშვილი, სიძე ნიკოლოზ აფხაზი, დისშვილი კოტე აფხაზი, გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი, გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორი ვასილი ველიჩკო, მისი და, ბარბარა ველიჩკო და ნიკოლოზ ცხვედაძე.

1936

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1936 წლის 8 მარტს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ივანე რამაზის ძე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი) იყო ეკატერინე გაბაშვილის ნათესავი.

1940

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ის ვახტანგ ორბელიანის შვილი იყო.

1940

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამ ორბელიანის მამა, ვახტანგ ორბელიანი იყო პოეტი.

1940

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა მეუღლე, ალექსანდრე ივანეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი.

1869

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1869 წელს თელავში ივანე როსტომაშვილი დაუმეგობრდა კოტე მაყაშვილს და ისინი ერთად ოცნებობდნენ თბილისში წასვლაზე და იქ სწავლის გაგრძელებაზე.

1869

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1869 წელს დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ივანე როსტომაშვილმა გაიცნო კოტე მაყაშვილი.

1914

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ქეთევან გაფრინდაშვილის შვილი იყო ვალერიან გაფრინდაშვილი.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წელს ვასილ კარბელაშვილმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა „ქართლ-კახური საგალობლების“ წიგნი.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძე ბაქოში დავით ღოღობერიძესა და მარიამ მელიქიშვილს ესტუმრა.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ბაქოში დავით ღოღობერიძისა და მარიამ მელიქიშვილისგან შეიტყო გიორგი წერეთლის გარდაცვალება.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით აკადემიკოს ივანე თარხნიშვილს დეპეშით მეცნიერული მოღვაწეობის 30 წლისთავი მიულოცა.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 29 მარტს ბორის ესაძემ ილია ჭავჭავაძეს წარწერით უძღვნა მის მიერ გამოცემული წიგნი „კავკასიის ჯარების საბრძოლო გმირობანი. კავკასიის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმში დაცული სურათების ალბომი“.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი ცოლად გაჰყვა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელს.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 12 ნოემბრის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში მიაკითხეს ახალგაზრდა რევოლუციონერებმა, რკინიგზის ხელოსანმა მიხეილ ქეშელაშვილმა და ხარატმა გ. კიკვიძემ, რომლებსაც აინტერესებდათ გერმანული გამოცდილება ხელოსნობასა და სამეურნეო საკითხების შესახებ. ილია მათ ესაუბრა და რჩევები მისცა.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წელს ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილის ცოლი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი ანასტასია.