ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები44498

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია დაამთავრა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე იოსების ძე წერეთელმა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.

1945

ტიპი: განათლება

სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1945 წლის 26 თებერვალს გაცემული დიპლომის ასლის მიხედვით დადასტურებულია, რომ ქრისტინე შარაშიძემ 1931 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი, პროფილით „ქართული ენა და ლიტერატურა“ დაუმაღლეს კურსდამთავრებულთა ყველა უფლება მიენიჭა.

1928

ტიპი: განათლება

1928 წლის პირველ სექტემბერს ქრისტინე შარაშიძემ ბორჯომიდან ბახვში გაგზავნილი წერილით მშობლებს შეატყობინა, რომ ერთი გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა, ერთს ორშაბათს აბარებდა და რჩებოდა შედარებით სერიოზული ორი გამოცდა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება ბათუმის მარინეს სახელობის სკოლის მასწავლებელთა ჯამაგირების შესახებ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 14 ივნისს კონსტანტინე გაბარაშვილმა განათლების სამინისტროს სთხოვა, საზღვარგარეთ გასამგზავრებელ სტუდენტთა სიაში ჩაეწერათ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის სანიმუშო მოსწავლეები: ე. დევიძე, ნ. ბერულავა, ნ. ცაგარეიშვილი და ნ. დელბიში.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 26 ივლისს დაბალ სასწავლებელთა მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძე ონის ერობას სთხოვს, აცნობონ, პირველ რიგში რომელ პუნქტებში უნდა გაიხსნას დაწყებითი სასწავლებლები.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საოსტატო ინსტიტუტის დირექტორმა, დიმიტრი უზნაძემ განათლების სამინისტროს პედაგოგიური მუზეუმის ნივთების თავის რწმუნებული სასწავლებლის ბინის სასარგებლოდ შენახვისა და გადატანის ნებართვა სთხოვა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 19 დეკემბერს ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი გ. კვიტაშვილი სწერს საშუალო სკოლების მთავარგამგეს, რომ მასწავლებელმა ეკატერინე ჯაფარიძემ გიმნაზიას თავი დაანება და სოხუმში წავიდა. მის ადგილზე მოიწვიეს გიორგი მასხარაშვილი, რომელიც ერობაში მსახურობს. ერობამ ის ერთი თვით ათხოვა მათ, იანვრიდან კი კვლავ უმასწავლებლოდ რჩებიან, თუ სამინისტრო მათემატიკის მასწავლებელს არ დაუნიშნავს.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის პედაგოგი, მღვდელი თ. ს. ლაფერაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო გამოცდებს აბარებდა.

1895

ტიპი: განათლება

1895-დან 1900 წლამდე ქრისტინე შარაშიძე ბახვის ორკლასიან სკოლაში სწავლობდა.

1918

ტიპი: განათლება

ქეთო გოცირიძე 1918/19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის მესამე განყოფილებაში.

1919

ტიპი: განათლება

გიორგი ბოჭორიშვილმა 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 3 ივლისს თბილისის საერთო სახელოსნოს სამმართველომ მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეს ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის ატესტატი N170 გადასცა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 5 აგვისტოს მარიამ გიორგის ასულმა ყიფიანმა თბილისის ქალთა პროფესიული სახელოსნოს სასწავლებელი დაამთავრა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 14 ოქტომბერს ჭიათურის პირველდაწყებითი სასწავლებელის კურსდამთავრებული ანდრო ივანეს ძე აბაშიძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორს სამსახურს სთხოვს.

1911

ტიპი: განათლება

ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელმა გიორგი მინას ძე აბაშიძემ დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1911 წლის 7 ივნისს გადასცეს პირველი ხარისხის დიპლომი N11103.

1918

ტიპი: განათლება

ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ მან დაამთავრა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელი, შემდეგ თბილისის კადეტთა კორპუსში დაიჭირა გამოცდა ვოლნოპრედელიავშის მე-2 ხარისხის, რის დასამტკიცებლად აქვს მოწმობა N86-ით. ნამსხურეობის სიის სისწორეს ამოწმებს ხელის მოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე, საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძე კავკასიის ოლქის მზრუნველის განკარგულების თანახმად, ქუთაისში გაგზავნეს გიმნასტიკის კურსებზე.

1919

ტიპი: განათლება

უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის მიერ გაცემულ მოწმობაზე, რომელსაც ხელს აწერს მთავრგამგე ნიკ. აბესაძე, წერია, რომ კონსტანტინე აბაშიძე 1919 წელს სახალხო განათლების სამინისტროს დეპუტატის თანდასწრებით გამოიცადა: ქართულ ენასა და სიტყვიერებაში, რუსული ენის სიტყვიერებაში, ფილოსოფიურ პროპიდევტიკაში, სჯულთმეტყველებაში, ლათინურ, გერმანულ და ფრანგულ ენებში, მათემატიკაში, მათემატიკურ გეოგრაფიაში, ფიზიკაში, მსოფლიო ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში, გეოგრაფიაში.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 21 იანვარს დირექტორი ნიკოლოზ ჩიგოგიძე სახალხო განათლების სამინისტროს სწერს, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელმა ვასილ აბდუშელიშვილმა დაამთავრა იურიევის უნივერსიტეტი ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი 1913 წელს. ასევე, სთხოვს, ნამსახური წლები ვ. გ. აბდუშელიშვილს ჩათვლოდა ნამდვილ სამსახურში.

1918

ტიპი: განათლება

ფილიპე გლახუნის ძე ლორიამ დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ნოღას სამრევლო სკოლაში.

1896

ტიპი: განათლება

1896-1901 წლებში დიომიდე თოფურიძე ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.