ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები43216

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე ასათიანმა ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიისა და მასთან არსებული დაწყებითი სასწავლებლის სამი კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსი პირველი ხარისხის სტუდენტის წოდებით.

1918

ტიპი: განათლება

ტარას სარდიონის ძე აბზიანიძის პირადი საქმის მიხედვით, მან დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 5 ოქტომბერს მიხეილ აბრამიშვილი უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს თხოვნაში სწერს, რომ დაასრულა დორპატის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სიტყვის განყოფილება. მოწმობა გაცემის შესახებ ინახება განათლების სამინისტროს კანცელარიაში.

ტიპი: განათლება

1918 წლის 18 ივლისს მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს თხოვნით მიმართავს, რომ დანიშნოს მასწავლებლად თბილისის ერთ-ერთ ქართულ გიმნაზიაში. დაასრულა დორპატის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება 1918 წლის 26 იანვარს. შეუძლია ასწავლოს: 1.ქართული ენა და ლიტერატურა, 2.საქართველოს ისტორია, 3.მსოფლიო ისტორია, 4.ფსიქოლოგია და ლოღიკა. ასევე, ადგენს მოწმობას სასწავლებლის დაარულების შესახებ. უთითებს მისამართს : გუნიბის ქუჩა, სახლი #58. მოწმობა სასწავლებლის დასრულების შესახებ წაიღო #3 1919 წლის 7 თებერვალს.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნინა ალექსის ასულმა როსტოვცევამ მოისმინა ფრანგული ენის კურსი სორბონის უნივერსიტეტში, პარიზში.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა მარია ვლადიმერის ასულმა გედევანოვამ დაამთავრა თბილისის მეორე გიმნაზიის 7 კლასი.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ოლღა ვლადიმერის ასულმა ვოინკოვამ დაამთავრა მოსკოვის დ. ნ. ტიხომიროვის სახელობის პედაგოგიური წრე.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს ვასილ ილიას ძე რცხილაძემ ჩააბარა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში, დაამთავრა 1880 წელს.

1921

ტიპი: განათლება

ალექსანდრე საფაროვს დამთავრებული ჰქონდა კურსი კიევის უნივერსიტეტში კანდიდატის სტატუსით (ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი).