ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40842

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს ოდესის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტი დაასრულეს ვლ. კორძაიამ, სიმონ გურგენის ძე მდივანმა და სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილმა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა კრებამ ხმის უმრავლესობით გადაწყვიტა, ბათუმის სკოლისათვის მესამე მასწავლებელი მიეწვიათ, მაგრამ საკმარისი თანხის არქონის გამო დავით კარიჭაშვილის გაგზავნაზე შეთანხმდნენ. მას დაევალა სკოლის რევიზია და ადგილობრივ მზრუნველობის კომიტეტთან მოლაპარაკება თანხის გამონახვაზე.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს გიორგი თუმანიშვილმა ოდესაში სწავლა იურიდიულ მეცნიერებათა ხარისხით დაამთავრა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს დაბა ხონის სამასწავლებლო სემინარია თავის დანიშნულებას ვერ ასრულებდა, რადგან სწავლა რამდენჯერმე შეწყდა. ამ გარემოებას ყურადღება მიაქცია სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა ნ. რ. ზავადსკიმ და ოქტომბრის დამლევს ხონში საქმის გასარკვევად ალექსანდრე სლოვინსკი გაგზავნა.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნოს გამგე ნინა თოფჩიშვილმა დაადასტურა ივანე მაჭავარიანის ავტობიოგრაფიის შემცველი დოკუმენტის სისწორე. მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათიდან ირკვევა, რომ ქართულის გარდა იგი ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს.

1929

ტიპი: განათლება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას სწავლის კურსი გაუვლია ზაქათალის სამაზრო სასწავლებელში.

1929

ტიპი: განათლება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მოსე ჯანაშვილმა კახის სამრევლო სკოლისა და ზაქათალის სამაზრო სასწავლებლის შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1865

ტიპი: განათლება

1865 წელს მოსე ჯანაშვილი სოფელ კახის სამრევლო სკოლაში შევიდა სასწავლებლად.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა ხონში არსებულ საქალებო პროგიმნაზიში სწავლის წლიური საფასური მოსამზადებელ საფეხურზე — 30 მანეთი, ხოლო პროგიმნაზიულ კლასებში 50 მანეთი იყო. სწავლის მსურველებს განაცხადი ელენე ბახტაძის სახელზე უნდა გაეგზავნათ.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ვალერიან გუნია მოსკოვში წავიდა და პეტროვის აკადემიაში თავისუფალ მსმენელად დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ვალერიან გუნიამ თბილისის რეალურ სასწავლებელში დაიწყო სწავლა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ვალერიან გუნია თბილისის რეალური სასწავლებლიდან გარიცხეს.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 19 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ჯანაშვილის სტატიის „ეტიუდის“ დასასრული.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ქეთევან ჯაფარიძე, მარო მაყაშვილი და ტასო რამიშვილი, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მოსწავლეები, VIII კლასში გადავიდნენ.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს ივანე მაჩაბელმა თბილისის პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1871

ტიპი: განათლება

1871 წელს ივანე მაჩაბელმა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს ივანე მაჩაბელმა პეტერბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა და გერმანიაში, ოპენჰაიმის აკადემიაში, მეურნეობის შესასწავლად გაემგზავრა, შემდეგ კი სწავლა საფრანგეთში, მევენახეობის ფაკულტეტზე, განაგრძო.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ეფროსინე ჭიჭინაძემ სანკტ-პეტერბურგის უმაღლესი საქალებო სასწავლებელი დაამთავრა.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა პეტერბურგის I სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და ოფიცრის წოდება მიენიჭა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე ნოდიამ, ლავრენტი ხუნგიამ და პავლე გვარამიამ აბაშის საეკლესიო სკოლის დასაარსებლად შემწეობა გაიღეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თომა ცომაიამ, ვასილ ჭიჭინაძემ და ვარდენ წულაიამ აბაშის საეკლესიო სკოლის დასაარსებლად შემწეობა გაიღეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იორდანე ელიავამ, მიხეილ გაგუამ და სოლომონ ალანიამ აბაშის საეკლესიო სკოლის დასაარსებლად შემწეობა გაიღეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვასილ და ივანე ქორჩილავებმა და ივლიანე კოკაიამ აბაშის საეკლესიო სკოლის დასაარსებლად შემწეობა გაიღეს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ნ. დიდებულიძის სკოლა-პანსიონში, სხვა საგნებთან ერთად, ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე დაკვრაც ისწავლებოდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის სექტემბერში დავით დოდაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მის მიერ ყულაბით შეგროვილი თანხა გადასცა.