ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50524

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1872

ტიპი: განათლება

1872 წლიდან დავით კლდიაშვილსა და სხვა ქართველ მოწაფეებს კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის პირველსავე წელს დაავიწყდათ ქართული ენა.

1872

ტიპი: განათლება

1872 წლიდან დავით კლდიაშვილის კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის დროს უფროსკლასელ ქართველებს სრულად ჰქონდათ მივიწყებული მშობლიური ენაცა და სამშობლოც.

1872

ტიპი: განათლება

1872 წლიდან უცხოეთში სასწავლებლად წასულ დავით კლდიაშვილს ათი წელიწადი უხდებოდა თავის თავთან ბრძოლა, რათა არ დაევიწყებინა მშობლიური ენა და თავისი ქვეყნის ისტორია.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ინგლისური ენის სწავლა დაიწყო.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს ალექსი მირიანაშვილმა სწავლა დაიწყო თბილისის ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს, ექვსი წლის ასაკში, იაკობ ფანცხავამ დაიწყო სწავლა ქართულ ენაზე.

1873

ტიპი: განათლება

თედო სახოკიამ სკოლაში სწავლა 1873 წელს, ხუთი წლის ასაკში, დაიწყო.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს, ხუთი წლის ასაკში თედო სახოკია სოხუმის მთიელთა სკოლაში მიაბარეს.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს, ხუთი წლის ასაკში თედო სახოკიას მამამ, ტიმოთემ სწავლა დააწყებინა.

1873

ტიპი: განათლება

სკოლა, რომელშიც თედო სახოკია 1873 წელს ხუთი წლისა მიაბარეს, რუსულენოვანი იყო.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს სოხუმში თედო სახოკია დადიოდა აფხაზი ბავშვებისთვის გახსნილ მთიელთა სკოლაში.

1873

ტიპი: განათლება

1873-1876 წლებში სოხუმის „მთიელთა“ სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკიას უშინსკის „Родное Слово“ შეასწავლეს.

1873

ტიპი: განათლება

1873-1876 წლებში სოხუმის „მთიელთა“ სკოლაში თედო სახოკიას თანატოლი ბავშვებიდან ყველა რუსი იყო.

1873

ტიპი: განათლება

1873-1876 წლებში სოხუმის „მთიელთა“ სკოლაში, სადაც თედო სახოკია იყო მიბარებული, სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა.

1873

ტიპი: განათლება

1873-1877 წლებში შიო არაგვისპირელმა დუშეთის სასწავლებელში სწავლის პერიოდში ვერაფერი გაუგო რუსულ ანბანს და მისი ათვისება გაუჭირდა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს შიო არაგვისპირელს დუშეთში რუსული ანბანით დააწყებინეს სწავლა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წელს დავით კეზელი, ალექსანდრე მაჭარაშვილი და სტეფანე ჭრელაშვილი სემინარიის მოსწავლეები იყვნენ.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 24 თებერვლის „დროების“ ცნობით, და-ძმა პეტრე და ეკატერინე მელიქიშვილები სწავლის გასაგრძელებლად ციურიხში გაემგზავრნენ.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, სწავლის გასაგრძელებლად შვეიცარიაში გაემგზავრნენ ოლიმპიადა და ეკატერინე ნიკოლაძეები.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის ივლისში სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 22 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე საბანკო საქმის შესასწავლად მოსკოვის საკრედიტო საზოგადოებაში შევიდა.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს ვასილ ილიას ძე რცხილაძემ ჩააბარა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში, დაამთავრა 1880 წელს.

1874

ტიპი: განათლება

1874-1876 წლებში იონა მეუნარგია სწავლობდა ჟენევის აკადემიაში.

1874

ტიპი: განათლება

1874 წელს იონა მიხეილის ძე მეუნარგიამ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარიის მეექვსე კლასი.