ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50418

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში ვასილ კოპტონაშვილის სკოლაში სწავლისას მასწავლებლებს დამთავრებული უნდა ჰქონოდათ სამასწავლებლო სემინარია ან ინსტიტუტი.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში ვასილ კოპტონაშვილის სკოლაში სწავლის პერიოდში სასწავლებლის რუსი ეროვნების ხელმძღვანელობა ცდილობდა, მოზარდი თაობისათვის რუსული ენა ესწავლებინა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1882 წლებში ვასილ კოპტონაშვილის სკოლაში სწავლისას რუსული ენის დამკვიდრების გამო მოზარდებს სწავლა უძნელდებოდათ.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში თედო სახოკია სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში თედო სახოკიას მასწავლებლები იყვნენ პოლიევქტო კვიცარიძე, ვასილ ბარნოვი და ბესარიონ ხელაია (შემდგომში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი).

1877

ტიპი: განათლება

1877-1887 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში პანსიონში ყურადღებას იქცევდნენ და ნიჭით გამოირჩეოდნენ ნიკო მარი და გიორგი ლასხიშვილი.

1877

ტიპი: განათლება

თედო სახოკიამ ქართულად წერა-კითხვა ცხრა წლის ასაკში, 1877 წელს ისწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ცხრა წლის ასაკში თედო სახოკია სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს.

1877

ტიპი: განათლება

თედო სახოკიამ პირველადი განათლება მარტვილის დაწყებით ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში მიიღო 1877-1884 წლებში.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში თედო სახოკიას მარტვილის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მოსწავლეების უმრავლესობა უბინაო, ტანთჩაუცმელი და მშიერი იყო.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში თედო სახოკიას სამი მასწავლებელი, პოლიევქტო კვიცარიძე, ვასილ ბარნოვი და ბესარიონ ხელაია იყვნენ.

1877

ტიპი: განათლება

1877-1883 წლებში შიო არაგვისპირელი სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში.

1877

ტიპი: განათლება

1877-1887 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში დუტუ მეგრელი მეტად იტანჯებოდა თავისი სიკოჭლის გამო.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლა მოსწავლეებისთვის ტანჯვა იყო, რუსულად საგნების ათვისება − უცხო, ყველაფერს იზეპირებდნენ და ამიტომაც სძულდათ სწავლაცა და სასწავლებელიც. თედოს თქმით, მხოლოდ პოლიევქო კვიცარიძის, ვასილ ბარნოვისა და ბესარიონ ხელაიას წყალობით ავიწყდებოდათ ბავშვებს ეს სიძულვილი.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს შიო არაგვისპირელს ისეთი მასწავლებლები შეხვდა თბილისში ვასილ ბარნოვისა და მოსე ჯანაშვილის სახით, ვინც სწავლა შეაყვარა და მას არასდროს წაუბორძიკია სწავლაში ამის შემდეგ.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში, თედო სახოკიას პედაგოგი ნათაძე ასწავლიდა.

1877

ტიპი: განათლება

1877-1884 წლებში მარტვილის სასწავლებელში თედო სახოკიას სწავლის პერიოდში მასწავლებელი, ნათაძე, დაფაზე წერდა რამდენიმე ფრაზას და მოსწავლეები ამ ფრაზებს იქიდან იწერდნენ რვეულებში.

1878

ტიპი: განათლება

1878 წელს დიმიტრი ხოშტარია ქუთაისის გიმნაზიის პირველ კლასში გადავიდა.

1878

ტიპი: განათლება

1878-85 წლებში ისიდორე რამიშვილი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1878

ტიპი: განათლება

1878 წელს თევდორე კიკვაძე ოზურგეთის ოთხკლასიან სასულიერო სასწავლებელში შევიდა.

1879

ტიპი: განათლება

სერაპიონ დადუნაშვილი ჟენევის უნივერსიტეტში მედიცინას სწავლობდა (წყაროს „სამადლობელი წერილები ილია ჭავჭავაძისადმი; იაკობ გოგებაშვილის მოხსენება; ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების განცხადებები 1879-დან 1908 წლამდე" მიხედვით).

1879

ტიპი: განათლება

ვასილ კარბელაშვილს ხარლამპი ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში ყოველ სამ თვეში სწავლის საფასური 21 მანეთი უნდა გადაეხადა.

1879

ტიპი: განათლება

1879 წელს დიმიტრი ხოშტარია ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო გიმნაზიის გამოცდებს და სასწავლო წლის გამეორება მოუწია.

1879

ტიპი: განათლება

1879 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის პანსიონში სწავლობდა.