ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49216

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს, რომ იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად დაამთავრა ეკონომიური ფაკულტეტი ადგენს მოწმობას N1064 და რომ ბანკის განყოფილების დამთავრების დასამტკიცებლად, ასევე, ადგენს ღია წერილს, კომერციული სასწავლებლისგან გამოგზავნილს, საიდანაც წერენ თუ რომელი საგნები უნდა ჩაებარებინა. მათ მიერ მითითებული ყველა საგანი ჩააბარა, რომლის დასამტკიცებლად ადგენს საბუთებს. მართალია, ეს საბუთები შემთხვევით შერჩა ხელში და უფრო დასამტკიცებელი საბუთები იყო საგნების წიგნში, რომელიც დატოვა კომერციული ინსტიტუტის კანცელარიაში და სთხოვა გამოეგზავნათ ბანკის განყოფილების დამთავრების მოწმობა. ეს იყო 1917 წლის აპრილის დასასრულს, მოსკოვიდან გამოგზავნილი ღია წერილი, რომელშიც აღნიშნულია გამოცდის დრო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში აცნობს სადიპლომო თხზულების თემას და როდესაც მოითხოვს მაშინვე წარუდგენს. კითხვაზე პასუხი თუ რატომ არ გააგზავნა სადიპლომო თხზულება კომერციულ ინსტიტუტში არის ის, რომ როგორც ცნობილია, 1917 წლის შემდეგ რუსეთში ანარქია იყო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს თუ რატომ აქვს უფლება უფროს კლასებში ასწავლოს მათემატიკა. მან ორ ფაკულტეტზე ჩააბარა უმაღლესი მათემატიკა და ფიზიკა, რომლის გარეშეც არა თუ შეიძლებოდა დაემთავრებინა, არამედ უბრალო მსმენელადაც კი ვერ იქნებოდა ბანკის განყოფილებაში.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნიკოლოზ ნიკიტის ძე ფილიმ მოისმინა კავკასიის სასწავლო მხარის კურსები ფიზკულტურის მასწავლებლების მოსამზადებლად.

1919

ტიპი: განათლება

გიორგი ბოჭორიშვილმა 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის მიერ გაცემულ მოწმობაზე, რომელსაც ხელს აწერს მთავრგამგე ნიკ. აბესაძე, წერია, რომ კონსტანტინე აბაშიძე 1919 წელს სახალხო განათლების სამინისტროს დეპუტატის თანდასწრებით გამოიცადა: ქართულ ენასა და სიტყვიერებაში, რუსული ენის სიტყვიერებაში, ფილოსოფიურ პროპიდევტიკაში, სჯულთმეტყველებაში, ლათინურ, გერმანულ და ფრანგულ ენებში, მათემატიკაში, მათემატიკურ გეოგრაფიაში, ფიზიკაში, მსოფლიო ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში, გეოგრაფიაში.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნინა ალექსის ასულმა როსტოვცევამ მოისმინა ფრანგული ენის კურსი სორბონის უნივერსიტეტში, პარიზში.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა მარია ვლადიმერის ასულმა გედევანოვამ დაამთავრა თბილისის მეორე გიმნაზიის 7 კლასი.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ოლღა ვლადიმერის ასულმა ვოინკოვამ დაამთავრა მოსკოვის დ. ნ. ტიხომიროვის სახელობის პედაგოგიური წრე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ამბერკი გიორგიძეს ჰქონდა მოწმობა, რომლის მიხედვითაც ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტად ირიცხებოდა. მოწმობას ხელს აწერდნენ ივანე ჯავახიშვილი (გამგეობის წევრი) და ვლადიმერ გეგეჭკორი (მდივან-მწიგნობარი).

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის პირადი საქმის მიხედვით, ნ. გოგელიამ თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა გზათა დეპარტამენტის სტიპენდიატობის კანდიდატი ილია პავლეს ძე ზერეკიძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ ინგლისში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა შრომის სამინისტროს კანდიდატი იპოლიტე ნარსია.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ ინგლისში განათლების მისაღებად სტიპენდიით მიწათმოქმედების სამინისტროს კანდიდატი შალვა იაკინთეს ძე ცქიტიშვილი გააგზავნა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა მიწათმოქმედების სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი ვასილ მიხეილის ძე ციცქიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ ინგლისში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა გზათა დეპარტამენტის კანდიდატი ნიკოლოზ რომანის (რომანოზის) ძე ლეჟავა.