ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46293

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1861

ტიპი: განათლება

1861 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის სასწავლებლიდან გარიცხეს და მისცეს მოწმობა,რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

1861

ტიპი: განათლება

1861 წელს ნიკოლოზ დავითის ძე ანდრონიკაშვილი პეტერბურგის კადეტთა კორპუსში სწავლობდა.

1861

ტიპი: განათლება

1861 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდა.

1863

ტიპი: განათლება

1863-1869 წლებში ივანე როსტომაშვილი დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში სწავლობდა.

1863

ტიპი: განათლება

1863 წელს დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ჩარიცხულ ივანე როსტომაშვილს არ ასწავლიდნენ ქართულ ენას და ცოტა ხანში მან სრულიად მიივიწყა ის.

1864

ტიპი: განათლება

1864 წელს ეკატერინე გაბაშვილმა ფრანგი ქალის, ფავრის კერძო სასწავლებელში განაგრძო სწავლა.

1865

ტიპი: განათლება

1865 წელს ანასტასია თუმანიშვილმა დაამთავრა ქალთა ინსტიტუტი.

1865

ტიპი: განათლება

1865 წელს მოსე ჯანაშვილი სოფელ კახის სამრევლო სკოლაში შევიდა სასწავლებლად.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლიდან ალექსი მირიანაშვილმა სწავლა დაიწყო სოფელ ვაქირის სკოლაში.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლიდან ალექსი მირიანაშვილი სოფელ ვაქირის სკოლის მოსწავლეებთან ერთად დილით ადრე მიდიოდა სკოლაში და მხოლოდ მზის ჩასვლისას ბრუნდებოდა შინ.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლიდან ალექსი მირიანაშვილის სოფელ ვაქირის სკოლაში სწავლის პერიოდში მასწავლებლის როლს უფროსკლასელი მკლავღონიერი მოსწავლეები ირგებდნენ და სკოლაშიც ათასგვარი საძაგლობა ხდებოდა.

1866

ტიპი: განათლება

1866 წლიდან ალექსი მირიანაშვილის სოფელ ვაქირის სკოლაში სწავლის პერიოდში ყველაფერს ეთმობოდა დრო წიგნების კითხვის გარდა.

1866

ტიპი: განათლება

1866-1868 წლებში ალექსი მირიანაშვილი სოფელ ვაქირის სკოლაში სწავლობდა.

1866

ტიპი: განათლება

1866-1868 წლებში ალექსი მირიანაშვილის სოფელ ვაქირის სკოლაში სწავლის პერიოდში მოსწავლეთა რაოდენობა 50-60-ს აღემატებოდა.

1867

ტიპი: განათლება

1867 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა გორის სასულიერო სასწავლებელში მეოთხე კლასი დაასრულა.

1867

ტიპი: განათლება

1867-1873 წლებში სოფრომ მგალობლიშვილი თბილისის სასულიერო სემნარიაში სწავლობდა.

1867

ტიპი: განათლება

1867 წლის 6 აგვისტოს სოფრომ მგალობლიშვილმა ფეხი მოიტეხა და თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის დაწყება დააგვიანდა.

1867

ტიპი: განათლება

1867 წლის ნოემბერში სოფრომ მგალობლიშვილმა კონსტანტინე მამაცაშვილისა და პედაგოგ თომა ტურიაშვილის დახმარებით სემინარიაში სახელმწიფო დაფინანსებით დაიწყო სწავლა.

1868

ტიპი: განათლება

1868 წელს ალექსი მირიანაშვილმა სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა.

1868

ტიპი: განათლება

1868 წელს ალექსი მირიანაშვილი სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში მიმდინარე სწავლების მეთოდებს მოძველებულად თვლიდა.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს ივანე როსტომაშვილმა მიიღო სწავლის მოწმობის საბუთი.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს ივანე როსტომაშვილი სახელმწიფო ხარჯზე მიიღეს დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს 11 წლის კონსტანტინე სვიმონის ძე მესხი სწავლის გასაგრძელებლად ქუთაისიდან თბილისის რეალურ სასწავლებელში გადავიდა.

1869

ტიპი: განათლება

1869 წელს 11 წლის კონსტანტინე სვიმონის ძე მესხი სწავლის გასაგრძელებლად ქუთაისიდან თბილისის რეალურ სასწავლებელში გადავიდა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დავით მელიქიშვილმა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და ბიძის, ლევან მელიქიშვილის მსგავსად, სამხედრო კარიერის შექმნა გადაწყვიტა.