ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს კოტე მაყაშვილი სასწავლებლად ლოჭინში წავიდა იქაურ მიწათმოქმედების სკოლაში.

1870

ტიპი: განათლება

1870-1874 წლებში თბილისის საოსტატო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, ივანე როსტომაშვილს ინსტიტუტში არ ასწავლიდნენ ქართულ ენას.

1870

ტიპი: განათლება

1870-1874 წლებში, თბილისის საოსტატო ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, ივანე როსტომაშვილმა თავისით ისწავლა ქართული ენა.

1870

ტიპი: განათლება

1870-1874 წლებში ივანე როსტომაშვილი სწავლობდა საოსტატო სემინარიაში, რომელიც შემდგომ საოსტატო ინსტიტუტად გადაკეთდა და მიხეილის პროსპექტზე მდებარეობდა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს კოტე მაყაშვილი არ მიიღეს ნავთლუღის საოსტატო სემინარიაში.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს ივანე როსტომაშვილი ნავთლუღის საოსტატო სემინარიაში მიიღეს.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს კოტე მაყაშვილი თბილისის სემინარიაში აპირებდა სწავლის გაგრძელებას.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს ივანე როსტომაშვილი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სტიპენდიატი გახდა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს ივანე მაჩაბელმა თბილისის პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს საცხენისის სკოლაში გადასული ალექსი მირიანაშვილი მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წლიდან ალექსი მირიანაშვილმა მრავალი სკოლა მოიარა კახეთში, სანამ მამამისმა ივანემ თელავში არ წაიყვანა სასულიერო სასწავლებელში მისაბარებლად.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს თელავში ჩასული ალექსი მირიანაშვილი თელავის სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად ერთ იქაურ მღვდელს უნდა მოემზადებინა.

1870

ტიპი: განათლება

შიო მღვიმელმა ანბანი და წერა-კითხვა 1870-იან წლებში სოფელ შილდაში ისწავლა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში თედო სახოკიას პირველი მასწავლებელი, პოლონელი ქალი, რუსულად ასწავლიდა მას.

1870

ტიპი: განათლება

1870 წლის 15 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „სწავლება ბინაზე ქუთაისში“ ქუთაისის გუბერნიაში თავად ალექსანდრე მიქელაძის თაოსნობითა და ხელშეწყობით წარმოებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ.

1871

ტიპი: განათლება

1871 წელს ივანე მაჩაბელმა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1871

ტიპი: განათლება

1871 წელს დავით კლდიაშვილი ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ქუთაისში ცნობილ მრევლოვის კლასში.

1872

ტიპი: განათლება

1872 წელს დავით კლდიაშვილი და 41 ბავშვი ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებიდან კიევის სამხედრო გიმნაზიაში წაიყვანეს სასწავლებლად.

1872

ტიპი: განათლება

1872 წელს კიევის სამხედრო გიმნაზიაში სასწავლებლად გამგზავრებული 42 ბავშვიდან მხოლოდ 25 დაუტოვებიათ. მათ შორის − დავით კლდიაშვილი.

1872

ტიპი: განათლება

1872 წელს კიევის სამხედრო გიმნაზიაში შესული 25 ქართველი ბავშვიდან მხოლოდ 6-7-მა თუ დაამთავრა სასწავლებელი. მათ შორის − დავით კლდიაშვილმა.

1872

ტიპი: განათლება

1872 წელს კიევის სამხედრო გიმნაზიაში შესული 25 ქართველი ბავშვიდან მხოლოდ დავით კლდიაშვილმა და კიდევ 6-7-მა თუ შეძლო მისი დამთავრება. სხვები სხვა პროგიმნაზიებში გადაიყვანეს, ზოგიც − დაითხოვეს, რამდენიმემ კი ვერ აიტანა იქაური კლიმატი და გარდაიცვალა.

1872

ტიპი: განათლება

1872 წლიდან, დავით კლდიაშვილის კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლისას, აღმზრდელები საგანგებოდ იყვნენ შერჩეულნი – თითქმის ყველას უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და სამაგალითო მასწავლებლებად ითვლებოდნენ.

1872

ტიპი: განათლება

1872 წლიდან დავით კლდიაშვილსა და სხვა ქართველ მოწაფეებს კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის პირველსავე წელს დაავიწყდათ ქართული ენა.

1872

ტიპი: განათლება

1872 წლიდან დავით კლდიაშვილის კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის დროს უფროსკლასელ ქართველებს სრულად ჰქონდათ მივიწყებული მშობლიური ენაცა და სამშობლოც.

1872

ტიპი: განათლება

1872 წლიდან უცხოეთში სასწავლებლად წასულ დავით კლდიაშვილს ათი წელიწადი უხდებოდა თავის თავთან ბრძოლა, რათა არ დაევიწყებინა მშობლიური ენა და თავისი ქვეყნის ისტორია.