ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ნიკო იოსების ძე ლომოური კიევის სასულიერო აკადემიის ისტორიულ ფაკულტეტზე ჩაეწერა.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ნიკო ლომოური კიევში გაემგზავრა იქაურ სასულიერო აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ნიკო ლომოურმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს გიორგი თუმანიშვილმა ოდესაში სწავლა იურიდიულ მეცნიერებათა ხარისხით დაამთავრა.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ნიკო იოსების ძე ლომოურმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და კიევის აკადემიის ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს კიევის სამხედრო გიმნაზიიდან მშობლიურ სოფელში დაბრუნებულ დავით კლდიაშვილს ქართული საერთოდ დავიწყებული ჰქონდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს იაკობ ფანცხავამ სწავლა დაიწყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც შედგებოდა სამი მოსამზადებელი და ოთხი ძირითადი კლასისგან.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წლებში იაკობ ფანცხავა კარგად სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში და კლასში ერთხელაც არ დარჩენილა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკია მარტვილის პირველ მოსამზადებელ კლასში უმთავრესად წერას სწავლობდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს მარტვილის სემინარიის პირველ მოსამზადებელ კლასში თედო სახოკიას და სხვა მოსწავლეებს ქართულის სახელმძღვანელო არ ჰქონდათ, რადგან მსგავსი არაფერი მოიპოვებოდა იმ დროს.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს მარტვილის სემინარიის პირველ მოსამზადებელ კლასში თედო სახოკიას და სხვა მოსწავლეებს რუსული ენის სახელმძღვანელოდ უშინსკის „Родное Слово“ ჰქონდათ.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკიას ქართულად წერა-კითხვა ორ კვირაში შეასწავლა ბესარიონ ხელაიამ.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს ბესრიონ და გიორგი ხელაიები მარტვილის სასწავლებლის მესამე კლასში სწავლობდნენ.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად თედო სახოკიასთვის ქართულად წერა-კითხვის ცოდნა იყო საჭირო.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისის გიმნაზიაში ზედმიწევნით კარგად სწავლობდა ბერძნულ ენასა და ისტორიას.

1876

ტიპი: განათლება

1881 წელს ქუთაისის გიმნაზიაში იაკობ ფანცხავას მსოფლიო ისტორიას გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე სტოიანოვი ასწავლიდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკიას ხეთის სკოლაში შესვლიდან ერთ თვის მერეც უჭირდა ქართულად საუბარი, რადგან სწავლაში არავინ ეხმარებოდა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს სკოლა, სადაც თედო სახოკია სწავლობდა ხეთაში, მისი სახლიდან სამი-ოთხი კილომეტრის მანძილზე იყო.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს თედო სახოკიამ რუსული ლოცვები და გალობა იცოდა.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლისას იაკობ ფანცხავას ნიკო მაღრაძე ასწავლიდა არითმეტიკას.

1876

ტიპი: განათლება

1876-1883 წელს იაკობ ფანცხავას ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლისას რუსულს ასწავლიდა ივანე გაფრინდაშვილი.

1876

ტიპი: განათლება

1876 წლის პირველი სექტემბრიდან 1883 წლის პირველ ივნისამდე იაკობ ფანცხავა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ვალერიან გუნიამ თბილისის რეალურ სასწავლებელში დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს დიმიტრი ხოშტარიამ ქუთაისის გიმნაზიაში დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილი სახელმწიფო ხარჯზე თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლობდა.