ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46487

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს ირაკლი ირაკლის ძე ჭავჭავაძე ხარკოვის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო.

1917

ტიპი: განათლება

1917 (1916) წელს თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილმა დაამთავრა იურევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს ნინო აბიათარის ასული იაკობაშვილი თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის განყოფილების მეორე კურსის მსმენელი იყო.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს მარიამ აბიათარის ასული იაკობაშვილი თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის განყოფილების მეორე კურსის მსმენელი იყო.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდია მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს სიმონ დიდიმამიშვილი, დავით ნიკიტინი და ბარბარე ვარდოსანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს პროკოფი მუჯირი, ალექსანდრე შვანგირაძე, გიორგი ჭინჭარაძე, გიორგი ჯაკობია და ნიკოლოზ ფირცხალაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს შალვა ქიქოძე, დიმიტრი ბარნაბიშვილი, შალვა თაბუკაშვილი, ვასილ ძინძიბაძე, ალექსანდრე ცირეკიძე და ელენე რამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის პირველ სექტემბერს დავით ალექსანდრეს ძე მგელაძემ ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში დაიწყო სწავლა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსადრე ივანეს ძე ნათაძემ გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 26 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს თბილისის სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძეს სამასწავლებლო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გიორგი (გრიგოლ) იოსების ძე ედიბერიძემ თბილისში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის სახელობის კომერციული სასწავლებელი დაამთავრა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 8 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ევდოშვილს სიღნაღის საქალაქო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული.