ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51544

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1925

ტიპი: განათლება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, პავლე სვანიძე იყო 24 წლის, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.  

1925

ტიპი: განათლება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ამბროსი ჭელიძე იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.  

1925

ტიპი: განათლება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვანო ფხალაძე იყო ჭიათურის ტექნიკუმის მოწაფე.

1925

ტიპი: განათლება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ ცნობით, ვასო კაპანაძე იყო 23 წლის, სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი.

1924

ტიპი: განათლება

1924 წლის 25 მაისს დაპატიმრებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, მან წერა-კითხვა იცოდა.

1924

ტიპი: განათლება

1924 წლის 3 თებერვალს დაპატიმრებული დავით გიორგის ძე ჯორჯაძის საქმის მიხედვით, მას ჰქონდა სამი კლასის განათლება.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, თევდორე იოსების ძე ასათიანი იყო წერა-კითხვის მცოდნე, განათლება მიიღო ოჯახში, პროფესიით კი ნოქარი გახლდათ.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, რაფიელ ივანეს ძე ჩხაიძეს ჰქონდა უმაღლესი განათლება, პროფესიით იყო მასწავლებელი.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ივანე ბეგლარის ძე ღლონტმა დაამთავრა 4 კლასი.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს სიმონ კაციტაძე იყო მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ივანე აბრამიშვილს საშუალო განათლება ჰქონდა მიღებული.

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებული ვასილ გიორგის ძე კაპანაძე სტუდენტი იყო.

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის მაისის მონაცემებით სიმონ (ნასყიდა) ჭიაბრიშვილს სამხედრო სკოლა ჰქონდა დამთავრებული.

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის აპრილ-ოქტომბერში ივანე ყაზბეგმა გაიარა გადამზადება საარტილერიო კურსებზე, ქვეითი პოლკებისა და არტილერიის მეთაურების საარტილერიო მსროლელ სკოლაში ქალაქ ტორუნში.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს დაკავებულ ანანია ანდრიას ძე სტურუას ჰქონდა საშუალო განათლება.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილმა მიიღო სასოფლო განათლება.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილმა დაასრულა თელავის სასულიერო სასწავლებლის 4 კლასი.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილმა დაამთავრა 4 კურსი.

1922

ტიპი: განათლება

1922 წლის 15 მარტის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N18) ცნობით, სილიბისტრო ჯიბლაძე ჯერ სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ – თბილისის სემინარიაში.

1922

ტიპი: განათლება

1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ ცნობით, არჩილ მექანარიშვილი საქართველოს მთავრობამ გაგზავნა ბერლინში სწავლის გასაგრძელებლად. იგი იყო მარქსისტების ჟურნალ „კვალის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1922

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძეს მიღებული ჰქონდა „კომერციული“ განათლება, პროფესიით იყო ბუღალტერი.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს დაკავებული გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.

1922

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გერასიმე მაქსიმეს ძე ფარცხალაიშვილმა დაამთავრა ბათუმის ტეხნიკუმის 3 კლასი.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძესთან ერთად საფრანგეთიდან საქართველოში ბრუნდებოდნენ სხვა ქართველი სტუდენტები, რომლებსაც სწავლის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდათ.