ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41868

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის 20 აგვისტოს ტარას ნიჟარაძეს დაენიშნა ძმები ზუბალაშვილების სტიპენდია.

1879

ტიპი: განათლება

ვასილ კარბელაშვილს ხარლამპი ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში ყოველ სამ თვეში სწავლის საფასური 21 მანეთი უნდა გადაეხადა.

1919

ტიპი: განათლება

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული სასოფლო კომისიის ინფორმაციით, მიხეილ (მიშა) კონსტანტინეს ძე ახმეტელაშვილი სახელმწიფომ საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნა.

1884

ტიპი: განათლება

წინარეხის სკოლის პედაგოგმა სალომე მაღალაშვილმა წმინდა ნინოს სასწავლებელი დაამთავრა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წლის აგვისტოში ბაგრატ ბეთანელი თბილისის მასწავლებელთა ინსტიტუტში სწავლობდა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წლის ივნისში ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილმა დაამთავრა მანველიანცის კომერციული სკოლა თბილისში.

1901

ტიპი: განათლება

1901 წლის 8 სექტემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, მიხეილ გიორგაძემ სამასწავლებლო სემინარია დაამთავრა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წლის 8 სექტემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ივანე დეკანოზიშვილმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წლის 8 სექტემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, პარმენ გელაშვილმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წლის 8 სექტემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, სამსონ ლიაძემ თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე ივანეს ძე კეზელი პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს აგრაფინა ლაზარეს ასული ბახტაძე იყო ოდესის უმაღლესი ქალთა კურსების მეოთხე კურსის სტუდენტი.

1881

ტიპი: განათლება

1881 წლის 8 მაისს ბათუმში გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, რომელშიც სხვა სარწმუნოების ბავშვებთან ერთად სწავლობდნენ მართლმადიდებელი ბავშვები: დავით ჩიჩუა, ბეგლარ ჯაიანი, ქიშვარდი გეგენავა, ალექსი მუხუზლა, კონსტანტინე ხუხუნაშვილი, გრიგოლ ვაჭარაძე, დიმიტრი ტუღუში, მიხეილ ხუნწარია, ტიმოთე თხილაშვილი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დიმიტრი ვასილის ძე ბარნაბიშვილი იყო პეტროგრადის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი.

1880

ტიპი: განათლება

ა. ნანეშვილი იყო პეტერბურგის მედიკო-ქირურგიული აკადემიის სტუდენტი.