ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46293

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს აკაკი ფაღავას თხოვნა, უნივერსიტეტში სწავლის ფულის გადასახდელად გამგეობა 50 მანეთით დახმარებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ფაღავასთვის ივნისისა და ივლისის სტიპენდიები წინასწარ გადაეცა.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში შესული 117 განაცხადიდან ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია დაენიშნათ შემდეგ პირთ: ნინო გრიგოლის ასულ ლასხიშვილს, გერონტი დიმიტრის ძე ქიქოძეს, გიორგი სპირიდონის ძე ჩიტაიას, სილოვან გიორგის ძე ყიფიანს, დავით მელიტონის ძე ჩხეიძეს, დავით ლევანის ძე მჭედლიშვილს, იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილს, შალვა გიორგის ძე ტატიშვილსა და სიმონ ფიცხელაურს.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს იაკობ ორჯონიკიძე ბესარაბიის მეღვინე-მევენახეობის სკოლის მოსწავლე იყო.

1911

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1911 წლის 28 აპრილის სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ დააყენა სოფელ შრომაში საზოგადოების სკოლის გახსნის შუამდგომლობის საკითხი. სკოლისთვის – შენობას, მასწავლებლისთვის ბინასა და შეშას სოფელი თვითონ უზრუნველყოფდა.

1912

ტიპი: განათლება

1911 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საზოგადოების სკოლებში სწავლა გამგეობის მიერ 1910 წელს შემუშავებული პროგრამით მიმდინარეობდა.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის პირველ სექტემბერს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამაცრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების პირველი ქართული დაწყებითი სკოლა ორი განყოფილებით.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე მოსკოვის სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა.

1913

ტიპი: განათლება

1913 წლის 16 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სხდომაზე საზოგადოების სკოლის დაწყებით კლასებში უფასოდ სწავლების გადაწყვეტილება მიიღეს.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლაში 41 შეგირდი სწავლობდა.

1912

ტიპი: განათლება

1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად იაკობ ორჯონიკიძე სწავლობდა ბესარაბიის მევენახეობისა და მეღვინეობის სასწავლებელში. მას სტიპენდია დაენიშნა 1908 წლის 4 სექტემბერს თვეში 12.50 მანეთის ოდენობით. 1908 წელს მიიღო – 75 მანეთი, 1909 წლის განმავლობაში – 167.50 მანეთი, 1910 წელს – 150 მანეთი, ხოლო 1911 წელს – 87.50 მანეთი.

1896

ტიპი: განათლება

პეტრე უმიკაშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.

1896

ტიპი: განათლება

პეტრე უმიკაშვილმა დაწყებითი განათლება თბილისის გიმნაზიაში მიიღო.

1896

ტიპი: განათლება

ზაქარია ჭიჭინაძე ერეკლე ბატონიშვილის დაარსებულ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ სომხების სამრევლო სკოლაში გადავიდა.

1896

ტიპი: განათლება

ზაქარია ჭიჭინაძე დადიოდა თბილისის სამიჯნო სასწავლებელთან დაარსებულ საკვირაო სკოლაში.

1896

ტიპი: განათლება

ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა თბილისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს დომენტი ფირცხალავამ გორის სამასწავლებლო სემინარია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯით დაამთავრა.

1896

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ლომოური გორის სასულიერო სასწავლებელიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში გადავიდა.

1896

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ლომოურმა სწავლა დაასრულა კიევის აკადემიაში.

1896

ტიპი: განათლება

ნიკოლოზ ლომოურმა დაწყებითი განათლება გორის სასულიერო სასწავლებელში მიიღო.

1915

ტიპი: განათლება

ფატი სილოვანის ასულმა ხუნდაძემ წმ. ნინოს სასწავლებელში შესვლამდე ქალთა გიმნაზიის შვიდი კლასი დაამთავრა.