ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41868

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 19 დეკემბერს ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი გ. კვიტაშვილი სწერს საშუალო სკოლების მთავარგამგეს, რომ მასწავლებელმა ეკატერინე ჯაფარიძემ გიმნაზიას თავი დაანება და სოხუმში წავიდა. მის ადგილზე მოიწვიეს გიორგი მასხარაშვილი, რომელიც ერობაში მსახურობს. ერობამ ის ერთი თვით ათხოვა მათ, იანვრიდან კი კვლავ უმასწავლებლოდ რჩებიან, თუ სამინისტრო მათემატიკის მასწავლებელს არ დაუნიშნავს.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის პედაგოგი, მღვდელი თ. ს. ლაფერაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო გამოცდებს აბარებდა.

1895

ტიპი: განათლება

1895-დან 1900 წლამდე ქრისტინე შარაშიძე ბახვის ორკლასიან სკოლაში სწავლობდა.

1918

ტიპი: განათლება

ქეთო გოცირიძე 1918/19 სასწავლო წელს სწავლობდა სოფელ ხოტევის პირველდაწყებითი სასწავლებლის მესამე განყოფილებაში.

1919

ტიპი: განათლება

გიორგი ბოჭორიშვილმა 1918-19 სასწავლო წელს დაამთავრა სოფელ ნამანევის ერთკლასიანი სასწავლებლის მესამე განყოფილება.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 14 ოქტომბერს ჭიათურის პირველდაწყებითი სასწავლებელის კურსდამთავრებული ანდრო ივანეს ძე აბაშიძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორს სამსახურს სთხოვს.

1911

ტიპი: განათლება

ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელმა გიორგი მინას ძე აბაშიძემ დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1911 წლის 7 ივნისს გადასცეს პირველი ხარისხის დიპლომი N11103.

1918

ტიპი: განათლება

ვლადიმერ მიხეილის ძე აბაშიძის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ მან დაამთავრა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელი, შემდეგ თბილისის კადეტთა კორპუსში დაიჭირა გამოცდა ვოლნოპრედელიავშის მე-2 ხარისხის, რის დასამტკიცებლად აქვს მოწმობა N86-ით. ნამსხურეობის სიის სისწორეს ამოწმებს ხელის მოწერითა და გიმნაზიის ბეჭდის დასმით გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე, საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

1919

ტიპი: განათლება

უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის მიერ გაცემულ მოწმობაზე, რომელსაც ხელს აწერს მთავრგამგე ნიკ. აბესაძე, წერია, რომ კონსტანტინე აბაშიძე 1919 წელს სახალხო განათლების სამინისტროს დეპუტატის თანდასწრებით გამოიცადა: ქართულ ენასა და სიტყვიერებაში, რუსული ენის სიტყვიერებაში, ფილოსოფიურ პროპიდევტიკაში, სჯულთმეტყველებაში, ლათინურ, გერმანულ და ფრანგულ ენებში, მათემატიკაში, მათემატიკურ გეოგრაფიაში, ფიზიკაში, მსოფლიო ისტორიაში, საქართველოს ისტორიაში, გეოგრაფიაში.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 21 იანვარს დირექტორი ნიკოლოზ ჩიგოგიძე სახალხო განათლების სამინისტროს სწერს, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელმა ვასილ აბდუშელიშვილმა დაამთავრა იურიევის უნივერსიტეტი ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი 1913 წელს. ასევე, სთხოვს, ნამსახური წლები ვ. გ. აბდუშელიშვილს ჩათვლოდა ნამდვილ სამსახურში.

1918

ტიპი: განათლება

ფილიპე გლახუნის ძე ლორიამ დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ნოღას სამრევლო სკოლაში.

1896

ტიპი: განათლება

1896-1901 წლებში დიომიდე თოფურიძე ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ქუთაისის ვაჟთა მეორე გიმნაზიისა და მასთან არსებული დაწყებითი სასწავლებლის სამი კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელმა, დეკანოზმა ივლიანე აბესაძემ დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსი პირველი ხარისხის სტუდენტის წოდებით.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 5 ოქტომბერს მიხეილ აბრამიშვილი უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს თხოვნაში სწერს, რომ დაასრულა დორპატის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სიტყვის განყოფილება. მოწმობა გაცემის შესახებ ინახება განათლების სამინისტროს კანცელარიაში.

ტიპი: განათლება

1918 წლის 18 ივლისს მიხეილ ვლადიმერის ძე აბრამიშვილი საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრს თხოვნით მიმართავს, რომ დანიშნოს მასწავლებლად თბილისის ერთ-ერთ ქართულ გიმნაზიაში. დაასრულა დორპატის უნივერსიტეტის საისტორიო-საფილოლოგო ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება 1918 წლის 26 იანვარს. შეუძლია ასწავლოს: 1.ქართული ენა და ლიტერატურა, 2.საქართველოს ისტორია, 3.მსოფლიო ისტორია, 4.ფსიქოლოგია და ლოღიკა. ასევე, ადგენს მოწმობას სასწავლებლის დაარულების შესახებ. უთითებს მისამართს : გუნიბის ქუჩა, სახლი #58. მოწმობა სასწავლებლის დასრულების შესახებ წაიღო #3 1919 წლის 7 თებერვალს.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა მარია ვლადიმერის ასულმა გედევანოვამ დაამთავრა თბილისის მეორე გიმნაზიის 7 კლასი.

1919

ტიპი: განათლება

1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ოლღა ვლადიმერის ასულმა ვოინკოვამ დაამთავრა მოსკოვის დ. ნ. ტიხომიროვის სახელობის პედაგოგიური წრე.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა. საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების ანატომიის კურსი ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს კახიანს უნდა წაეკითხა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა. საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების მიკროსკოპული ანატომიისა და ჰისტოლოგიის კურსი ვარშავის უნივერსიტეტის კურსდამთვრებულს შალვა კრინიცკის უნდა წაეკითხა.