ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46614

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იროდიონ დიმიტრის ძე ბერეკაშვილის, გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძის, შალვა აღლაძის, ვასილ ვასილის ძე გორგაძისა და ალექსანდრე ბესარიონის ძე ლორთქიფანიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარი სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილების მეოთხე კურსზე.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე იყო მოსკოვის უნივერსიტეტის საისტორიო ნაწილის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ნიკოლოზ სერგეის ძე მესხი პეტერბურგის პოლიტექნიკური სასწავლებლის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე დავითის ძე მამულაშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო ნაწილის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

ალექსანდრე დიმიტრის ძე სოლოღაშვილმა დაამთავრა სიღნაღის სამკლასიანი სასწავლებელი და რომელიმე სასწავლებელში მეურნეობის შესასწავლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

მიხეილ დიმიტრის ძე საყვარელიძემ დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ივანე იოსების ძე გიუნაშვილმა დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ლავრენტი დავითის ძე აგლაძემ თბილისის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თედო პავლეს ძე რაზიკაშვილმა დაასრულა გორის საოსტატო სემინარია.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ნინო სოლომონის ასული ციციშვილი პეტერბურგის ქალთა უმაღლესი პოლიტექნიკური კურსების სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

სპირიდონ სპირიდონის ძე ჩომახიძემ ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის კომერციული სასწავლებელი და რომელიმე უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მიხეილ ომანის ძე ჩინჩალაძემ დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სილოვან თომას ძე ხუნდაძემ დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილმა დაასრულა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, იოსებ ივანეს ძე ოცხელმა დაასრულა ნოვოროსიის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გერასიმე მათეს ძე ცაგარეიშვილმა დაასრულა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძემ დაასრულა ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია.