ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46487

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1866

ტიპი: განათლება

1866 წლიდან ალექსი მირიანაშვილმა სწავლა დაიწყო სოფელ ვაქირის სკოლაში.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ალექსი მირიანაშვილი სახელმწიფო ხარჯზე თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლობდა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ალექსი მირიანაშვილმა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი დაამთავრა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძეს სამასწავლებლო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ნიკო იოსების ძე ლომოურმა კიევის აკადემია დაამთავრა და საქართველოში დაბრუნდა.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ნიკო იოსების ძე ლომოურმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და კიევის აკადემიის ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

1891

ტიპი: განათლება

1891 წელს დუტუ მეგრელმა ავადმყოფობის გამო ვერ აიღო ოდესის უნივერსიტეტის დიპლომი.

1893

ტიპი: განათლება

1893 წლის გაზაფხულზე დუტუ მეგრელმა ოდესაში სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა.

1891

ტიპი: განათლება

1891 წელს დიმიტრი ხოშტარიამ დაასრულა ოდესის უნივერსიტეტის სასწავლო კურსი.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს დიმიტრი ხოშტარია სწავლის გასაგრძელებლად ოდესის უნივერსიტეტში დაბრუნდა.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს დიმიტრი ხოშტარია ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს დიმიტრი ხოშტარიამ ქუთაისის გიმნაზიის კურსი დაასრულა.

1879

ტიპი: განათლება

1879 წელს დიმიტრი ხოშტარია ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო გიმნაზიის გამოცდებს და სასწავლო წლის გამეორება მოუწია.

1878

ტიპი: განათლება

1878 წელს დიმიტრი ხოშტარია ქუთაისის გიმნაზიის პირველ კლასში გადავიდა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს დიმიტრი ხოშტარიამ ქუთაისის გიმნაზიაში დაიწყო სწავლა.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს თედო სახოკია მწერალთა პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ ფლობდა ქართულ, რუსულ, ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 27 ივნისს ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურობის კრებამ, რომელსაც თავადი კონსტანტინე დავითის ძე ერისთავი თავმჯდომარეობდა, მაზრის პროგიმნაზიის სასარგებლოდ წლიურად 2000 მანეთის გამოყოფა გადაწყვიტა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ვ. ლიხელის ფსევდონიმით მიხეილ ილიას ძე მურვანიშვილის წერილი „საპედაგოგიო კურსები ტფილისში“ გამოქვეყნდა 1-ელ და 2 ივლისს გამართული საყმაწვილო ლექციების შესახებ.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თედო სახოკიამ მარტვილის სასულიერო სასწავლებელი დაასრულა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 24 თებერვლის „დროების“ ცნობით, და-ძმა პეტრე და ეკატერინე მელიქიშვილები სწავლის გასაგრძელებლად ციურიხში გაემგზავრნენ.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს თედო სახოკიამ სწავლის გასაგრძელებლად სორბონის უნივერსიტეტის უფასო საისტორიო ფაკულტეტი აირჩია.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი უმაღლესი განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს თედო სახოკიამ უსახსრობის გამო სორბონის უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა და პარიზი დატოვა.