ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40128

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პედაგოგი რაფიელ გიორგის ძე რამიშვილი იყო 27 წლის, დასაოჯახებელი.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იასონ ნიკოლაიშვილი 40 წლის, დაოჯახებული და ორი შვილის მამა იყო.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ანდრო (ანდრია) ანტონის ძე შუბლაძე ძველი სენაკის სასწავლებელში ცხოვრობდა.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ანასტასია დავითის ასული ჩოლოყაშვილისა დაოჯახებული იყო.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ქაიხოსრო გელოვანი ცხოვრობდა ლეჩხუმის მაზრის დაბა ლაილაშში.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი ცხოვრობდა ახალქალაქში.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, დიაკვანი ილია კირილეს ძე მათიკაშვილი თბილისში ცხოვრობდა.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, დესპინე დავითის ასული შარვაშიძე-გელოვანისა ცხოვრობდა სოფელ ლაჯანაში.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, კონსტანტინე სოლომონის ძე ონიკაშვილი თბილისში ცხოვრობდა.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, მღვდელი ილარიონ ეგნატეს ძე გერსამია სოფელ ლაილაშში ცხოვრობდა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლის (მასწავლებელი ივლიტა კოტეტიშვილი) 39 მოსწავლე მართლმადიდებელი ქართველი იყო, 4 – გრიგორიანელი სომეხი.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წელს მწერალი და დრამატურგი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე ცხოვრობდა თბილისში, მესანგრეთა (საპიორების) ქუჩის N27-ში.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წელს გერგეთის სკოლის მასწავლებლის ისიდორე ტატიშვილის ანაზღაურება 420 მანეთი იყო.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი საზოგადოებაში 22 წელზე მეტ ხანს მუშაობდა.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წლიდან 37 წლის ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკი, იყო.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილის პირადი საქმის მიხედვით, მისი მისამართი იყო თბილისი, მთაწმინდის მაიდანი, მთის ქუჩა, N2-6, ანანიაშვილის სახლი.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვერა გიორგის ასული ავალიშვილის პირადი საქმის მიხედვით, მისი მისამართი იყო თბილისი, მიხეილის გამზირი N181.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძის პირადი საქმის მიხედვით, იგი იყო ინჟინერ-ტექნიკოსი.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლის (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) I განყოფილებაში 52 მართლმადიდებელი ქართველი და 3 გრიგორიანელი სომეხი მოსწავლე იყო, II-ში – 26 მართლმადიდებელი და 2 გრიგორიანელი, III-ში – 13 მართლმადიდებელი.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლის (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) I და II განყოფილებების მოსწავლეები ასაკით 10 წლამდე იყვნენ, III-სი – 15 წლამდე.