ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40128

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დავით ლეონიძე მოხსენებულია კაცხელის ფსევდონიმით.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს მარგანეცის მრეწველთა საბჭოს კრების თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი საბჭოს საქმეების გამო პეტერბურგში გაემგზავრა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 22 აპრილს გრიგოლ ლევანის ძე დადიანი თბილისში ჩამოვიდა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილი დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილის ძმა იყო.

1913

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1913 წლის 3 მაისს პაოლო იაშვილმა იოსებ გრიშაშვილს მისწერა, რომ „ოქროს ვერძის“ რედაქციაში მის გამოგზავნილ მასალას 8 მაისამდე ელოდნენ.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს გიორგი დეკანოზიშვილმა ქალაქის გამგეობაში შეიტანა განცხადება სამთო ინჟინრის თანამდებობის დასაკავებლად. ის პეტერბურგის სამთო ინჟინერიის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჭიათურასა და ბაქოში, რამდენიმე წელი კი საზღვარგარეთ ცხოვრობდა.

1854

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე მაჩაბელი 1854 წლის 27 იანვარს თამარშენში დაიბადა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 26 ივნისს ივანე მაჩაბელი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის აგვისტოში ნატალია გაბუნია-ცაგარლისა ავად გახდა.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წელს იაკობ გოგებაშვილმა პედაგოგიური საქმიანობა შეწყვიტა.

1840

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს ვარიანში.

1872

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი 1872 წლის 2 იანვარს ახაშენში დაიბადა.

1887

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1887 წელს ილია ჭავჭავაძესა და სოფრომ მგალობლიშვილს უთანხმოება მოუვიდათ.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წელს მსახიობი ვიქტორ მატარაძე მძიმე მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 11 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ფოტოგრაფ ალექსანდრე როინიშვილის განცხადება, რომლითაც ის მსურველებს ძველი ნივთების შესყიდვას სთავაზობდა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ზაფხულში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი დასასვენებლად ბორჯომში გაემგზავრა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის 20 ივნისს მუსიკოსი დიმიტრი არაყიშვილი დასასვენებლად პატარა ცემში წავიდა.

1882

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1882 წელს ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძემ ხარლამპ ივანეს ძე სავანელი გაიცნო.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ივლისში მსახიობი ვიქტორ მატარაძე სამკურნალოდ ბორჯომში წავიდა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ზაფხულში იოსებ გედევანიშვილმა შვებულება მცხეთაში გაატარა.