ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40128

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნინო ვასილის ასული აკოფაშვილის პირადი საქმის მიხედვით, მისი მისამართი იყო თბილისი, საშუალო სასწავლებლის კურსები.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 14 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი თბილისიდან წაღვერში გაემგზავრა, საიდანაც საზღვარგარეთ წასასვლელად აბასთუმნისა და ხულოს გავლით ბათუმში ჩავიდა. სადგურზე იგი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ სვიმონ მდივანმა, მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძემ, გენერლებმა გიორგი ივანეს ძე კვინიტაძემ და ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა გააცილეს.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 13 ივნისს გორის მაზრის სოფელ მეტეხის მცხოვრები კორნელი დიმიტრის ძე პატარქალიშვილი სთხოვს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს, რომ ჩარიცხოს მისდამი დაქვემდებერებული გიმნაზიის მესამე კლასში.

1872

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ეფემია გრიგოლის ასული გიორგიევი დაიბადა 1872 წლის 29 იანვარს. ის იყო მართლმადიდებელი.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს ვერა სიმონის ასული ქარაბაკი, შალვა ბიჭიკოს ძე ქარაბაკის ქვრივი, მცხოვრები ქუთაისის მაზრის სოფელ ობჩაში, განათლების მინისტრს უგზავნის თხოვნას, 2000 მანეთის ოდენობის ერთჯერადი დახმარების შესახებ.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს ანტონ თვალჭრელიძე, რომელიც სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული იყო, სტავროპოლის მხარეში მუშაობდა და განათლების მინსიტრს საქართველოში გადმოყვანას სთხოვდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს სახალხო მასწავლებლის ივანე მაღრაძის (მუშაობდა ჯერ რუისში, შემდეგ ბეჟანთკარში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხარაგაულის ორგანიზაციის წევრი. მოკლეს 1905 წელს) ქვრივი ემილია მაღრაძე უსახსრობის გამო განათლების მინისტრს შვილის, თამარ მაღრაძის სწავლის გადასახადიდან გათავისუფლებას სთხოვს.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პეტრე გნოინსკს არ ჰქონდა უცხო ენების სწავლების უფლება, თუმცა ზედმიწევნით იცოდა ფრანგული და გერმანული ენები და ასწავლიდა კიდეც პეტროგრადის ვაჟთა გიმნაზიაში.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 10 მაისის ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ იგი არასდროს ყოფილა ომში, სასჯელიც არასდროს მიუსჯიათ და დროებით თავისუფალიც არ ყოფილა. 1920 წლის 14 მაისს ნამსახურებითი სიის ნამდვილობას ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებს ახალსენაკის განათლების განყოფილების გამგე.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 10 მაისის ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძის ნამსახურებით სიაში ეწერა, რომ ის არ იყო დაოჯახებული. 1920 წლის 14 მაისს ნამსახურებითი სიის ნამდვილობას ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებს ახალსენაკის განათლების განყოფილების გამგე.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 3 მაისს ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ყოფილი ხაზინადარი ფეოდორ ვასილის ძე პროხოროვი განათლების მინისტრს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილს გიმნაზიასთან არსებული ინტერნატის ბინაში ცხოვრების ვადის გახანგრძლივებას სთხოვდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 27 დეკემბერს გრიგოლ ისიდორეს ძე ნიორაძე მიმართავს თბილისის მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს, დაუნიშნოს გამოცდები მესამე კლასში მისაღებად.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე 1918 წელს სამხედრო სამსახურში იყო და გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 28 სექტემბერს ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე ვერა პავლეს ასულ რუხაძეზე დაქორწინდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში მამია ყარამანის ძე ანთელავამ, თამარ გრიგოლის ასულმა ბეგთაბეგოვმა, სალომე ავალიშვილმა, სოფიო ილიას ასულმა ბაგრატიონ-მუხრანსკიმ (განათლება – თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი), თამარ პაატას ასულმა ბებურიშვილმა ( განათლება – თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის რვა კლასი) განათლების მინისტრს დასაქმების თხოვნით მიმართეს.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს ნინო ვლადიმერის ასული დონჟაშვილი (კიევის უმაღლესი სასწავლებლის მსმენელი), შალვა სოლომონის ძე კურცხალია (კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი), გრიგოლ ბიწაძე (ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატი, კიევის კომერციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული), იოსებ დიდია (ნახჩევანის უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებელი), ი. ი. ჭავჭავაძე (თელავის გიმნაზიის მასწავლებელი, ხარკოვის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული), ნადეჟდა დავითის ასული ხიზანიშვილი (ბათუმის მარინეს სახელობის გიმნაზიის პედაგოგი), ეკატერინე ივანეს ასული შიუკაშვილი (ფრანგული ენის პედაგოგი, განათლება – ჟენევის უმაღლესი კურსები), შალვა ნესტორის ძე ელიავა (დონის როსტოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი) და ქეთევან მიხეილის ასული ფურცელაძე განათლების სამინისტროსგან შესაფერის სამსახურს ითხოვდნენ.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს კიევის უმაღლესი ქალთა კურსების მსმენელმა ეკატერინე ალექსანდრეს ასულმა დიდებულიძემ, ქუთაისის ქალთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ნინო ონისიმეს ასულმა სვანიძემ, გიმნაზიის კურსდმთავრებულმა ელისაბედ ვასილის ასულმა ფავლენიშვილმა, განჯის გიმნაზიის პედაგოგებმა ალექსანდრე ფირცხელეიშვილმა (ისტორია და ლათინური ენა) და იაკობ გრიგოლის ძე მურადოვმა, თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის კურსდამთავრებულმა თამარ მიხეილის ასულმა სარაჯიშვილმა, ბუნებისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატმა ემილია ავგუსტის ასულმა ფოლდიაკმა, მთარგმნელმა თამარ იროდიონის ასულმა ოქროპირიძემ, ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელმა ოლღა ჩარკვიანმა და არისტო ჭუმბაძემ განათლების სამინისტროს შესაფერის თანამდებობაზე დანიშვნის თხოვნით მიმართეს.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა-წერეთლისამ, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე იყო, განათლების სამინისტროს ქალთა გიმნაზიის ხელმძღვანელობაზე თავისი კანდიდატურის განახლება სთხოვა.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 29 აპრილის გაზეთ „ერთობაში“ ბათუმის ქართველთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა მადლობას უხდის ნესტორ გლახუნის ძე სიხარულიძეს, რომელმაც საბჭოს ათასი მანეთი შესწირა.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი დაიბადა 1885 წლის 5 ნოემბერს.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი მართლმადიდებელი იყო.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1908 წელს ქართველი სტუდენტი ევგენი გიორგის ძე გუგუშვილი მოსკოვში ცხოვრობდა შემდეგ მისამართზე: ლუჟნეცკაია, ძმები სმირნოვების სახლი, ბინა 7.