ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40212

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პედაგოგი რაფიელ გიორგის ძე რამიშვილი იყო 27 წლის, დასაოჯახებელი.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იასონ ნიკოლაიშვილი 40 წლის, დაოჯახებული და ორი შვილის მამა იყო.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ანდრო (ანდრია) ანტონის ძე შუბლაძე ძველი სენაკის სასწავლებელში ცხოვრობდა.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წელს ს. ციციშვილს სასამართლოში იცავდა ადვოკატი იესე ბარათაშვილი.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წლის სექტემბერში თბილისის საადგილმამულო ბანკის ხელმძღვანელობამ ილია ჭავჭავაძე ოფიციალური უწყებით გააფრთხილა, რომ თუ ბანკის ვალს არ გადაიხდიდა, ყვარლის მამული საჯარო ვაჭრობით გაიყიდებოდა.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წლის 12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძეს თბილისის საადგილმამულო ბანკიდან ოლღა ჭავჭავაძის სახელზე მიუვიდა ოფიციალური ცნობა, რომ 20 000 მანეთად დაგირავებული საგურამოს მამულის ანგარიშზე გადასახდელი ჰქონდათ 1890. 25 მანეთი.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წლის 13 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ოფიციალური წერილი თბილისის საადგილმამულო ბანკიდან, რომ 15 000 მანეთად დაგირავებული ყვარლის მამულის ანგარიშზე გადასახდელი ჰქონდა 752. 88 მანეთი.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წლის 13 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ოფიციალური წერილი თბილისის საადგილმამულო ბანკიდან, რომ 61 000 მანეთად დაგირავებული თბილისში, ანდრეევსკის ქუჩაზე, მდებარე კარ-მიდამოს ანგარიშზე გადასახდელი ჰქონდა 830. 43 მანეთი.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელი პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე 33 წლის, დაოჯახებული და 4 შვილის მამა იყო.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პედაგოგი ივლ. გოგელაშვილი 46 წლის იყო.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი სერგო ისიდორეს ძე რობაქიძე 38 წლის იყო. დაოჯახებული.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი დავით ლორთქიფანიძე 43 წლის, დაოჯახებული და ერთი შვილის მამა იყო.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პედაგოგი ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე 42 წლის, დაოჯახებული და 4 შვილის მამა იყო.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე 49 წლის, დაოჯახებული, 9 შვილის მამა იყო.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის პედაგოგი მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილი 27 წლის იყო. დასაოჯახებელი.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის პედაგოგი ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე 39 წლის იყო. დასაოჯახებელი.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელი ანდრო (ანდრია) ანტონის ძე შუბლაძე 31 წლის იყო. დასაოჯახებელი.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905-1906 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ოქმისა და ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი ბარბარე (ვარია) იოსების ასული ვოლსკი 43 წლის იყო. დასაოჯახებელი.

1907

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1907 წლის 27 აგვისტომდე ილია ჭავჭავაძე გრძნობდა თავდასხმის საფრთხეს, ერიდებოდა იმ აივანზე გასვლას, რომელსაც ბაღი აკრავდა, შესაძლებელი იყო ჩასაფრება და მოულოდნელად სროლა. გარდა ამისა, მასთან სტუმრად მყოფ ზაალ ჭავჭავაძეს რევოლვერი გამოართვა.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1908 წელს ქართველი სტუდენტი ევგენი გიორგის ძე გუგუშვილი მოსკოვში ცხოვრობდა შემდეგ მისამართზე: ლუჟნეცკაია, ძმები სმირნოვების სახლი, ბინა 7.

1908

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქართველთა შორის წერა-კთხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს ფილიალის წევრის, ექიმ ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილის მისამართი აზერბაიჯანში იყო: ბალახანის ქუჩა, გაჯინსკის სახლი.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წელს დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა უნივერსიტეტი მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წელს ლავროსი პავლეს ძე კიღურაძე ციმბირში გადაასახლეს, სადაც 8 წელი გაატარა და სამშობლოში დასუსტებული დაბრუნდა.