ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40212

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, დიაკვანი ილია კირილეს ძე მათიკაშვილი თბილისში ცხოვრობდა.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, კონსტანტინე სოლომონის ძე ონიკაშვილი თბილისში ცხოვრობდა.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ქაიხოსრო გელოვანი ცხოვრობდა ლეჩხუმის მაზრის დაბა ლაილაშში.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, დესპინე დავითის ასული შარვაშიძე-გელოვანისა ცხოვრობდა სოფელ ლაჯანაში.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, მღვდელი ილარიონ ეგნატეს ძე გერსამია სოფელ ლაილაშში ცხოვრობდა.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1886 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ანასტასია დავითის ასული ჩოლოყაშვილისა დაოჯახებული იყო.

1879

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი ცხოვრობდა ახალქალაქში.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1881 წლის 5 აპრილს ნოე რამიშვილი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ დიდ ვანში დაიბადა.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ანა გიორგის ასული ალშიბაია, ფრანგული ენის მასწავლებელი დაიბადა 1881 წლის 28 ივნისს. ის იყო მართლმადიდებელი.

1882

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1882 წელს ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძემ ხარლამპ ივანეს ძე სავანელი გაიცნო.

1883

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნინო იოსების ასული ბაქრაძე-ბოცვაძე, თბილისის რეალური სასწავლებლის უფროსი მასწავლებელი, დაიბადა 1883 წლის 12 ივლისს. იყო მართლმადიდებელი.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1884 წელს მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი ბაქოს რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა, სადაც სწავლა სამასწავლებლო ინსტიტუტში გააგრძელა. 1887 წელს მან პოლონეთში სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტი დაამთავრა, 1897 წელს – მოსკოვის სამეურნეო ინსტიტუტი.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი დაიბადა 1885 წლის 25 აგვისტოს. ის იყო მართლმადიდებელი სარწმუნოების. მისი წლიური ჯამაგირი იყო 783 მანეთი და 33 კაპიკი.

1885

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი დაიბადა 1885 წლის 5 ნოემბერს.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ეკატერინე თადეოზის ასული გურამიშვილი-სტაროსელკისა იყო ქვრივი გენერალ-ლეიტენანტისა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი ძალიან მოწესრიგებული და წინდახედული არტისტი იყო.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით მერაბის ძე გამყრელიძე ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო და შეეძლო თვითმყოფადი არტისტი ყოფილიყო, თუმცა თავის ნიჭს სხვა მსახიობების მიბაძვაში ხარჯავდა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანი ნიჭიერი და თავის საქმეში დახელოვნებული არტისტი იყო.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გერმანულმა გაზეთებმა არ იცოდნენ ზუსტად რამდენი წლის იყოს ნიკოლოზ დავითის ძე დადიანი. „Kölnische Zeitung-ი” წერდა, რომ 36 წლის იყო, „Rheinerischer Kurrier-ი“ 39 წელს ასახელებდა, „Berliner Tagesblatt-ი“ – 45 წელს.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Новости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს ჰაიდელბერგში ყოფნისას 23 წლის იყო.