ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები40213

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ბაგრატ ბეთანელს თხოვნაზე, თბილისში შესაფერის სამსახურში განწესების შესახებ, პასუხი მიუვიდა. როგორც თვითონ ამბობდა მასწავლებლად მუშაობა არ შეეძლო, ხოლო სხვა თავისუფალი ადგილი სამინისტროში არ მოიპოვებოდა, ამიტომ მისი თხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ იგი, სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი რკინის გზის სასწავლებლის მასწავლებელი, დაიბადა 1883 წლის 3 აპრილს. მონათლულია 23 აპრილს მართლმადიდებლურად. წლიური ჯამაგირი წლიური დამატებების გარეშე აქვს 3060 მანეთი.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ მას არ ჰქონდა მისჯილი სასჯელი და არც დაკისრებული ჯარიმა, რომლითაც იზღუდება უპირატესობა სამსახურში. ასევე სასამართლო განაჩენით არ ყოფილა ეჭვქვეშდაყენებული დანაშაულისათვის, რომელიც ზღუდავს სამსახურს. ნამსახურებითი სიის პირის ნამდვილისაგან სისწორით გადმოწერას 1919 წლის 25 იანვარს ამოწმებს ქუთ. გუმ. 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს სოხუმის სახალხო სკოლების ინსპექტორები: ალექსანდრე ივანოვი, დიმიტრი სოლოხინი, ნატალია სოლოხინა, ნესტორ ხაშბაია, ანდრეი აგრბა, გიორგი ლუგოვი, ეკატერინა ჯაგუნავა, ლავრენტი ქეცბაია, მაქსიმე ცავა, ალექსანდრე გრიგოლია, ანნა ქარდავა, რომან გოგოხია, ვარლამ შაკაია, ნინა ცხაკაია, თეოდორა გაბისონია, ანასტასია ლაკერბაია, პავლე ზურანჯიევი, ილია ყოლბაია, ნატალია თორია და მიხეილ ფილია 1916 წლის 12 იანვრის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით 10 რუბლ ხელფასის დანამატს იღებდნენ.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს ვერა სიმონის ასული ქარაბაკი, შალვა ბიჭიკოს ძე ქარაბაკის ქვრივი, მცხოვრები ქუთაისის მაზრის სოფელ ობჩაში, განათლების მინისტრს უგზავნის თხოვნას, 2000 მანეთის ოდენობის ერთჯერადი დახმარების შესახებ.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს ანტონ თვალჭრელიძე, რომელიც სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული იყო, სტავროპოლის მხარეში მუშაობდა და განათლების მინსიტრს საქართველოში გადმოყვანას სთხოვდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს სახალხო მასწავლებლის ივანე მაღრაძის (მუშაობდა ჯერ რუისში, შემდეგ ბეჟანთკარში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხარაგაულის ორგანიზაციის წევრი. მოკლეს 1905 წელს) ქვრივი ემილია მაღრაძე უსახსრობის გამო განათლების მინისტრს შვილის, თამარ მაღრაძის სწავლის გადასახადიდან გათავისუფლებას სთხოვს.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს ნინო ვლადიმერის ასული დონჟაშვილი (კიევის უმაღლესი სასწავლებლის მსმენელი), შალვა სოლომონის ძე კურცხალია (კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი), გრიგოლ ბიწაძე (ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატი, კიევის კომერციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული), იოსებ დიდია (ნახჩევანის უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებელი), ი. ი. ჭავჭავაძე (თელავის გიმნაზიის მასწავლებელი, ხარკოვის უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის კურსდამთავრებული), ნადეჟდა დავითის ასული ხიზანიშვილი (ბათუმის მარინეს სახელობის გიმნაზიის პედაგოგი), ეკატერინე ივანეს ასული შიუკაშვილი (ფრანგული ენის პედაგოგი, განათლება – ჟენევის უმაღლესი კურსები), შალვა ნესტორის ძე ელიავა (დონის როსტოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი) და ქეთევან მიხეილის ასული ფურცელაძე განათლების სამინისტროსგან შესაფერის სამსახურს ითხოვდნენ.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილმა-წერეთლისამ, რომელიც 30 წლის განმავლობაში ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე იყო, განათლების სამინისტროს ქალთა გიმნაზიის ხელმძღვანელობაზე თავისი კანდიდატურის განახლება სთხოვა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწე ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი მართლმადიდებელი იყო.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გორის ქალთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი სერაფიმა სერგის ასული ბაგაევი ქვრივი იყო.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს მასწავლებელი გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე ცხოვრობდა ვერაზე წმინდა ნიკოლოზის გალავანთან.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშიას ჰყავდა ერთი ვაჟი, რომელიც სოხუმის რეალურ სასწავლებელში სწავლობდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1917 წლის 15 ოქტომბრიდან 1919 წლის პირველ ოქტომბრამდე ეკატერინე ბაქრაძე წეროვანისა და ონის სასწავლებლებში მუშაობდა.

1917

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ფილიპე ლორია თბილისში ცხოვრობდა შერემეტიევის ქუჩაზე, სახლ N40-ში.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის პირველ თებერვალს ბაგრატ ბეთანელი ჯარში გაიწვიეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლის (მასწავლებელი ივლიტა კოტეტიშვილი) 39 მოსწავლე მართლმადიდებელი ქართველი იყო, 4 – გრიგორიანელი სომეხი.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოიდანახის სკოლის პედაგოგ ნინო უშვერიძის წლიური ანაზღაურება 720 მანეთი იყო.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნალჩიკის სკოლის პედაგოგ სამსონ მუმულიას წლიური ანაზღაურება 648 მანეთი იყო.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1914 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში ზუგდიდის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი გიორგი ხერხეულიძე გადავიდა ქუთაისში.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს ქრისტინე შარაშიძე საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლის (მასწავლებლები: ნინო ივანეს ასული ლაშხაური, ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე, ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი) I განყოფილებაში 52 მართლმადიდებელი ქართველი და 3 გრიგორიანელი სომეხი მოსწავლე იყო, II-ში – 26 მართლმადიდებელი და 2 გრიგორიანელი, III-ში – 13 მართლმადიდებელი.