ნიკოლოზ (კოლია) ნიკოლოზის ძე კვერნაძე (გერგისელი, გედი)
დრამატურგი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (სსდმპ) წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სამტრედიის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი
1924 წლის 21 იანვარს საქართველოს ჩეკას მიერ დაკავებული ნიკოლოზ კვერნაძის არალეგალური საქმიანობის შესახებ ძიებას ჰქონდა მრავალი აგენტურული შეტყობინება; ჩეკამ ასევე მოახერხა დაპატიმრებული დავით ქავთარაძისგან მიეღო დადასტურებული ჩვენება.
წყარო: ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძის საქმე | N24 364წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1098 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/1098]; წვდომის თარიღი: 2021-03-09