აკაკი ნესტორის ძე ფაღავა

პედაგოგი, ბათუმის გიმნაზიის დირექტორი, თეატრის რეჟისორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1912 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა საქმისმწარმოებელმა ზუბალაშვილების სტიპენდიის თაობაზე. გამგეობამ განაცხადა, რომ ახალი სტიპენდიების დანიშვნა ან ძველების განხილვა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ გადაწყვიტეს, ძველი სტიპენდიატებისთვის გაეგრძელებინათ სტიპენდიის გადახდა. ხოლო იოსებ გოგოლაშვილს, აკაკი ფაღავას, ვლადიმერ ორჯონიკიძეს, თამარ ხარაბაძეს და გიორგი ებრალიძეს მხოლოდ 1912 წლის პირველ ივლისამდე გადაუხდიდნენ სტიპენდიას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 11177 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/11177]; წვდომის თარიღი: 2020-12-05

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.