გრიგოლ აფშინაშვილი
ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი, პედაგოგი
1918 წელს საინგილოს სოფელ კახის სკოლის მასწავლებელი გრ. აფშინაშვილი სხვა სოფლების სკოლების მასწავლებელთა დავალებით სწერს საქართველოს განათლების მინისტრს, რომ საინგილოს მოქმედ სკოლებში (კახი, ალიბეგლო, ქოთოქლო, მეშაბაში, ყორღანი), სადაც სწავლა წარმოებდა ქართულ ენაზე, არ გაიცემოდა ჯამაგირი. სკოლის პედაგოგები ითხოვენ დახმარებას საქართველოს განათლების სამინისტროსგან, რაც გაითვალისწინეს და სამინისტრომ 20250 მანეთი გამოყო
წყარო: განცხადებები საინგილოს სკოლების მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ | 1918-1918წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: სოფელი კახი, საინგილო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 12527 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/12527]; წვდომის თარიღი: 2021-01-27