მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძე

საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის ივლისში დაბა ქობულეთში გამართულ სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა მემედ-ბეგ აბაშიძე. მან მიმოიხილა საქართველოს წარსული და ისაუბრა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე. იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთი ხელს არ შეუშლიდა  სამუსლიმანო საქართველო ფართო ავტონომიით შეერთებოდა დამოუკიდებელ საქართველოს.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 23 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1503 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/1503]; წვდომის თარიღი: 2021-03-08

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.