ბენიამინ (ბენია) გრიგოლის (გიგოს) ძე ჩხიკვიშვილი

დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), 1919 წელს თბილისის ქალაქისთავი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი წერილს სწერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში და სთხოვს მათ შეატყობინონ, იციან თუ არა ჩხიკვიშვილმა და ჯუღელმა, რომ მათ მოსაკლავად ტერორისტები არიან გაგზავნილნი.

წყარო: კონსტანტინოპოლის პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე ხომერიკის წერილები საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე რამიშვილისადმი პარიზში | 1921-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: სტამბოლი, თურქეთი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1566 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/1566]; წვდომის თარიღი: 2021-03-04

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.