დავით ლაზარეს ძე ადამია

პედაგოგი

1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N 92 ბრძანების თანახმად, 1918 წლის 10 ნოემბრიდან დავით ლაზარეს ძე ადამია მარტვილის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის გერმანული, ფრანგული და ლათინური ენების მასწავლებლად დანიშნეს. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | დავით ლაზარეს ძე ადამიას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 16005 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/16005]; წვდომის თარიღი: 2020-10-28

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.