ილია ელეფთერის ძე ზურაბიშვილი (ი. ელეფთერიძე)

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი, ხელოვნებათმცოდნე, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მდივანი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ თბილისის გუბერნიის ქართველი თავადაზნაურობა მოვალეობად მიიჩნევდა, მონაწილეობა მიეღო საქართველოს საუკეთესო შვილის ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმაში. შეტყობინებას ხელი მოაწერეს გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა და მდივანმა ილია ზურაბიშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1605 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/1605]; წვდომის თარიღი: 2020-11-28

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.