ნოე კონსტანტინეს ძე ცინცაძე

განათლების მინისტრის მოადგილე, დამფუძნებელი კრების წევრი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის, განჯისა და თბილისის განყოფილებათა წევრი

1918 წლის 7 თებერვლის „ერთობა“ იუწყება, რომ რ. ს.-დ. პ. ამიერკავკასიის ორგანიზაციათა ყრილობამ სეიმის დეპუტატების დამატებითი არჩევნები გამართა. კანდიდატებად აირჩიეს მინადორა ტოროშელიძე, სტრელკოვსკი, კ. გვარჯალაძე, ი.სალაყაია, ვლ. ემუხვარი, ცინცაძე, კიღურაძე, ილ. ფირცხალაიშვილი.

წყარო: ერთობა, 1918 | 7 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 16225 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/16225]; წვდომის თარიღი: 2020-07-10

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.