ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე

მწერალი, პედაგოგი, სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის ვიცე-დირექტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, გამგეობის მდივანი

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე მიქაბერიძის, ასევე ლევან ფურცელაძის თხოვნა საზოგადოების საქმეთა მწარმოებლის ადგილის დაკავების შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 16457 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/16457]; წვდომის თარიღი: 2020-09-28

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.