გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა

იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, პოლიტიკური ლიდერი, დამფუძნებელი კრების წევრი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1919 წლის ნოემბერში თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის შენობაში გაიხსნა ფრანგული უმაღლესი საუნივერსიტეტო კურსები. გახსნას დაესწრნენ: გრაფი დე ნონანკური, ევგენი გეგეჭკორი, განათლების მინისტრის წარმომადგენელი სერგო დანელია, საფრანგეთის მისიის წევრი გიუგი, ვაცლავ ოსტროვსკი, ილია ოდიშელიძე, ანტონ დელფუშე, ბენია ჩხიკვიშვილი და გიორგი გვაზავა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1919 | 17 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1657 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/1657]; წვდომის თარიღი: 2021-01-17

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.