ვალერიან ლევანის ძე გუნია

მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ნამდვილი წევრი

1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ დრამატურგ გაბრიელ ნიკიტის ძე სუნდუკიანცის „პეპოს“, „ხათაბალას“, „დაქცეულ ოჯახს“ და სხვა მის ტექსტებს თუ წაიკითხავდა მკითხველი ადვილად მიხვდებოდა როგორი გავლენა ჰქონდა მას ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ტექსტებზე.

წყარო: ივერია, 1886 | 14 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1785 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/1785]; წვდომის თარიღი: 2020-09-26

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.