ლევან (ლეო) იასონის ძე ნათაძე

პოლიტიკოსი, პარლამენტის სასკოლო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის, ქუთაისისა და თბილისის განყოფილებათა წევრი

1913 წლის 20 მაისს ანასტასია ბეჟანის ასული ჯანდიერი, გიორგი მიხეილის ძე შალიბაშვილი, ლევან იასონის ძე ნათაძე და იონა ივანეს ძე სურმავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.

წყარო: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილებასთან და ანგარიში განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 1911 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/1911]; წვდომის თარიღი: 2020-11-28

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.