ე. ოდიშელიძე
გორის სამასწავლებლო სემინარიის მოსწავლე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი
1880 წლის 9 თებერვალს გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორ დ. სემინოვის რეკომენდაციისა და ნიკო ცხვედაძის მოხსენების საფუძველზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატებად მიიღეს: ო. კვიჟინაძე, ე. ოდიშელიძე, დ. კერესელიძე, დომენტი ფირცხალავა, ბესარიონ ჭილაძე. მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მათ სემინარიის დასრულების შემდეგ 6 წელი საზოგადოების სკოლებში უნდა ემუშავათ.
წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიში | 1880-1880წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 19920 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/19920]; წვდომის თარიღი: 2021-03-08