დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი

საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, „სტატსი სოვეტნიკი“

1879 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მოხსენება 1880 წლის იანვარში ქუთაისში სათავადაზნაურო სკოლის გახსნის, სკოლისთვის საჭირო ნივთების შეძენისა და ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1879-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2032 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/2032]; წვდომის თარიღი: 2020-11-28

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.