ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1886 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაიბეჭდა დედა ენის მეხუთე გამოცემა შეცვლილი და შევსებული, წინა გამოცემაზე 32 გვერდით მეტი. ანბანი ხელახლა იყო შედგენილი და ჩამატებული ჰქონდა საწერი დედანი რვეული სკოლის პირველ ეტაპზე გამოსაყენებელი. პირველი ნაწილი ლექსებითა და სურათებით შევსებული იყო, მეორე კი – საღმრთო ნაწილით, რომელიც წმ. ნინოს ცხოვრებით სრულდებოდა. წიგნი იყიდებოდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში და ფასი უცვლელი იყო.

წყარო: ივერია, 1886 | 6 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 20416 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/20416]; წვდომის თარიღი: 2020-09-19

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.