ელენე კონსტანტინეს ასული ჯინოშვილისა (ჯინოვი, ჯინოევი)

ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე

1913 წლის 15 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარის ამხანაგი - ი. ოცხელი) ქუთაისის ფილიალთან შუამდგომლობს ელენე ჯინოვს: სთხოვს საჭიროებისამებრ დაეხმარონ გაბრიელ ეპისკოპოსის სახელზე დაარსებული ბიბლიოთეკის გამგეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 20715 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/20715]; წვდომის თარიღი: 2021-03-05

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.