ჰაიდარ ალიბეგის ძე აბაშიძე

დამფუძნებელი კრების წევრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია), საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმისა და თბილისის განყოფილებათა წევრი

1920 წლის 11 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრის, ჰაიდარ ალის ძე აბაშიძის განცხადებით, ოსმალეთისა და აზერბაიჯანის აგენტების განზრახვა ქართველი მუსლიმანების ბრმა იარაღად გამოყენება, ავანტიურაში ჩაბმა და საქართველოს წინააღმდეგ ამხედრება იყო. მათი მთავარი მიზანი ნავთობის ბათუმით თავისუფლად გატანა იყო.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 11 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2145 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/2145]; წვდომის თარიღი: 2021-04-11

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.