დავით დავითის ძე კარიჭაშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 საანგარიშო წლის განმავლობაში დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციის გეგმის სრულად შესრულება ვერ შეძლო, რადგან საკმარისი დრო არ ჰქონდა და სამუშაოც ბევრი იყო. კარიჭაშვილის თქმით, მას სხვა დაეხმარა. სექციის მდივნის, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილის ცნობით, დავით კარიჭაშვილს შვილი, დავით დავითის ძე კარიჭაშვილი მიეხმარა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2171 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/2171]; წვდომის თარიღი: 2020-06-06

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.