იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1922 წლის 10 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ პრეზიდიუმის მოხსენება გამგეობის მომავალი საქმიანობისა და ფინანსური მდომარეობის შესახებ წარედგინათ წლიური კრების წევრებისთვის. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1922–1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 22771 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/22771]; წვდომის თარიღი: 2020-09-25

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.