ვარლამ კონსტანტინეს ძე ასათიანი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას 1909 წლის 7 ოქტომბრის წერილში წარმოდგენილია ქუთაისის გუბერნიაში შემავალი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის წევრთა სია: გიორგი მახარებლის ძე სიხარულიძე (თავმჯდომარე), ვარლამ კონსტანტინეს ძე ასათიანი, გიორგი დუნდუა, ელისო ივანეს ასული კალანდაძე, ირაკლი მახარობლის ძე სიხარულიძე, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე და ილია ეგნატეს ძე ჯაში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 22852 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/22852]; წვდომის თარიღი: 2021-01-16

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.