დავით ივანეს ძე როსტომაშვილი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 30 იანვარს ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ ქართველთა წარმომადგენლების დელეგაცია მიემგზავრებოდა უკან; ვისაც სურდა წერილების მიწოდება ციმბირში, მანჯურიაში, ჩინეთსა და იაპონიაში მცხოვრები ახლობლებისთვის, უნდა მიემართათ დელეგატ დავით ივანეს ძე როსტომაშვილისთვის მისამართზე თუმანოვის შესახვევი N 24 ან დელეგატ ერმილე სიმონის ძე ხავთასისთვის, რუსთაველის ქუჩა N 1.

წყარო: საქართველო, 1920 | 21 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2290 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/2290]; წვდომის თარიღი: 2020-12-03

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.