იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძე

მხატვარი, მოქანდაკე, ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებელი, თბილისის ვაჟთა VII გიმნაზიის პედაგოგი

ქართველი საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობის დადგენილებით, 1935 წელს ჩამოყალიბდა ქართული მხატვრობის ისტორიის შემსწავლელი სექცია, რომლის წევრებად დამტკიცეს: გ. ბუხნიკაშვილი (თავმჯდომარე), ი. ნიკოლაძე, დ. კაკაბაძე, შ. ამირანაშვილი და ლ. ქიქოძე (პასუხისმგებელი მდივანი). სექცია მიზანად ისახავდა მხატვართა ცხოვრებიდან ფაქტობრივი მასალების მოგროვებას.

წყარო: კომუნისტი, 1935 | 12 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 231 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/231]; წვდომის თარიღი: 2021-04-18

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.