ელენე ივანეს ასული ციცქიშვილი

მასწავლებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გასაღრმავებლად ექსკურსიებს, სხვადასხვა მწერლის დილა-საღამოებსა (შიო მღვიმელის დილა, აკაკის საღამო) და წარმოდგენებს აწყობდნენ მასწავლებლები: მარიამ დავითის ასული ფურცელაძე, გიორგი ბიჭიას ძე მიქაბერიძე, სტეფანე გიორგის ძე კიკაჩეიშვილი, გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე, ელენე ივანეს ასული ციცქიშვილი და გრიგოლ მერაბის ძე მაჭავარიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოქმედების ანგარიში | 1916-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 23150 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/23150]; წვდომის თარიღი: 2020-10-28

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.