ბიქტორ მიხეილის ძე ხარბედია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საზოგადოების სენაკის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე აირჩიეს განყოფილების რწმუნებულები – ბიქტორ ხარბედია, მარიამ თევზაიასი, პოლიკარპე ლორთქიფანიძე და გიორგი მაღნარაძე. ისინი თბილისში საზოგადო კრებას უნდა დასწრებოდნენ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 23578 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/23578]; წვდომის თარიღი: 2020-08-07

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.