თომა მანუჩარის ძე ჯაკობია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სენაკისა და ფოთის განყოფილებათა წევრი, ლესაინდრას ბიბლიოთეკის მზრუნველი

1916 წლის პირველ მარტს ლეხაინდრავოს ბიბლიოთეკის მზრუნველებმა – იასონ ბართაიამ, თომა ჯაკობიამ, რომანოზ დანელიამ და კონსტანტინე ყურაშვილმა – მთავარ გამგეობას წერილობით შეატყობინეს, რომ პირველი მმართველის, აკაკი ხაინდრავას გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება შეწყვიტა. გარკვეული დროის შემდეგ მათ ახალ ხელმძღვანელთან ერთად შეძლეს აემუშავებინათ ბიბლიოთეკა, რომელიც მოსახლეობისთვის ძალიან საჭირო იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 2370 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/2370]; წვდომის თარიღი: 2020-06-02

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.